Monday, November 1, 2010

ნიშნის შესწავლა სემანტიკური, სინტაქტიკური და პრაგმატიკული თვალსაზრისით

ნიშნის ბუნებით განისაზღვრება ნიშანთა სისტემის შესწავლის სამი ასპექტი: სინტაქტიკური; სემანტიკური, პრაგმატიკული.

ენობრივი ნიშნის ბუნება

ენობრივ ნიშანს ორი მხარე აქვს: აღმნიშვნელი (ბგერითი სუბსტანცია საგნისა) და აღსანიშნი (საგნის თვისების ამსახველი ცნება, რასაც აღმნიშვნელი აღნიშნავს). კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელი არანაირ ლოგიკურ კავშირში არაა კონკრეტულ სახელდებულ ცნებასთან.

ბუნებრივ–ანთროპოლოგიური ენის მახასიათებლები

ენობრივი სისტემის დუალობა და პროდუქტიულობა.

დუალობა: მცირე ერთეულების დალაგებით /კომბინაციით რთული ერთეულების წარმოქმნა (მაგ., სემანტიკას მოკლებული ერთეულებით ლექსიკური ერთეულები... >> წინადადებები... სასრული რაოდენობის ერთეულებით >> უსასრულო რაოდენობის კომბინაციები).

საკომუნიკაციო სისტემები

მსოფლიოში მრავალგვარი საკომუნიკაციო სისტემა არსებობს (Communicatio - ლათ. ურთიერთობა) .
პირობით ნიშანთა სისტემას, რომლის საშუალებითაც შეიძლება რაიმე შეტყობინების გაგზავნა, კ ო დ ი ეწოდება.
პირობითი ნიშნები სხვადასხვარი შეიძლება იყოს: რადიოტალღები, ელექტრო იმპულსები, წერილობითი ნიშნები...

იკონური აზროვნება

იკონური (ვიზუალური) აზროვნება მეტ–ნაკლები ხარისხით, ყველა ცხოველისთვისაა დამახასიათებელი.

ცხოველებს შეუძლიათ მხოლოდ აღქმა, აღქმული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება კი – არა.

რა არის ნიშანთა სისტემა?

ნიშანთა ნებისმიერი სისტემა არის ერთმანეთის მიმართ გარკვეული კავშირის მქონე ელემენტთა სიმრავლე; ელემენტები ქმნიან სტრუქტურებს; ყოველი მათგანი ისეთ კავშირშია სხვა ერთეულთან, რომ სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ ცვლილებას.