Monday, November 1, 2010

რა არის ნიშანთა სისტემა?

ნიშანთა ნებისმიერი სისტემა არის ერთმანეთის მიმართ გარკვეული კავშირის მქონე ელემენტთა სიმრავლე; ელემენტები ქმნიან სტრუქტურებს; ყოველი მათგანი ისეთ კავშირშია სხვა ერთეულთან, რომ სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ ცვლილებას.

10 comments:

  1. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის, 4 არსებითი თავისებურება: 1) ენა არის სისტემა(ერთეულის მიმართება სხვა ერთეულებთან შეიძლება იყოს სინტაგმატური და პარადიგმატული); 2) ენა არის ნიშანთა სისტემა(მნიშვნელობის მქონე ყველა ელემენტი არის ნიშანი;მას აქვს ორი მხარე _ აღმნიშვნელი და აღსანიშნი); 3)ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა; 4)ენა არის პირობით ნიშანთა სისტემა.

    ReplyDelete
  2. >> 3)ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა;

    >> სამეტყველო ბგერით ნიშანთა სისტემა, ამ შემთხვევაში, ხო, თათია?

    ReplyDelete
  3. დიახ, ბგერითი სუბსტანციები, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის სამეტყველო ორგანოებით.

    ReplyDelete
  4. nana kartvelishvili
    yoveli matgani iset kavshirshia sxva erteultan, rom sistemashi romelime erteulis shecvla icvevs am sistemis yvela sxva erteulis garkveul cvlilebas.

    ReplyDelete
  5. nana kartvelishvili
    თუთიყუშების მაგალითი – მათ მიერ იმიტირებით წარმოთქმულ სიტყვებში არ გამოიყოფა ფონემები , ანუ აზროვნების დანაწევრების პროდუქტი ;
    ისინი მხოლოდ ბგერით სიგნალების გამოცემით ახერხებენ კონკრეტული სიტყვის იმიტირებას.

    ReplyDelete
  6. adamianis ena sheidzleba daxasiatdes rogorc pirobit bgerit nishanta sistema, romelic gamoiyeneba adamianta sazogadoebashi szrebis gamoxatvisa da komunikaciis, inpormaciisa da azrta gacvla- gamocvlis sashualebad.
    meri cotniashvili

    ReplyDelete
  7. ყოველ ენაში არსებობს ე.წ. ხმაბაძვითი ანუ ონომატოპოეტური სიტყვები, რომელთა აღმნიშვნელი ნაწილობრივ ასახავს სათანადო საგნისა თუ მოვლენის ფიზიკურ ბუნებას, მაგრამ ისინიც განსხვავებულია ენების მიხედვით(მაგ., ძაღლის ყეფა :bow-bow (ინგლ), wow–wow(გერმ),ay-ay(რუს) და ა.შ). ეს სიტყვები ენაში მცირერიცხოვან ჯგუფს ქმნიან.

    (სალომე ახალკაცი)

    ReplyDelete
  8. ენა არის პირობით ბგერიტ ნიშანტა სისტემა.ენა არის სისტემა ეს იმას ნიშნავს რომ ენა არ არის რაღაც ელემენტების მოუწესრიგებელი სიმრავლე.ის არის ისეთ ელემენტების ერტობლიობა რომელტა შორის გარკვეული კავსირია.და ეს ელემენტები ქმნიან სტრუქტურას.და სტრუქტურაში ერტი ელემენტის ცვლილება გამოიწვევს სხვა ელემენტების ცვლილებასაც....თამთა ბრეგვაძე

    ReplyDelete
  9. ადამიანის ენისთვის დამახასიათებელია სტრუქტურები,რომელთა ყოველი ელემენტი განსაზღვრავს მეორის თვისებებს.
    მაგალითად ააშენა-აღვადგენთ კაცმა ააშენა ან სახლი ''ააშენა''
    თუ ეს არასრული წინადადება შეიცვლება ფორმით, სტრუქტურის მოთხოვნის თანახმად დანარჩენი ორი შემადგენელი ფორმაც შეიცვლება
    (აბულაძე სოფიკო)

    ReplyDelete
  10. სტრუქტურას აქვს ორი მნიშვნელოვანი თვისება:1.მისი შემადგენელი ფორმების ურთიერთგანპირობებულობა და 2.მისი წევრი სიტყვებს შეიძლება ისე ჩავანაცვლოთ მოცემული ენის იმავე ფორმის სხვა სიტყვები, რომ ფორმალური მიმართება არ დაირგვეს.მაგალითად წინადადებაში სიტყვას კაცმა შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სიტყვები ქალმა,ბავშვმა და მივიგებთ იმავე მიმართებებს ანუ იმავე სტრუქტურის მქონე წინადადებებს. (ბოკელავაძე ნინო)

    ReplyDelete