ძალიან საინტერესოა ემილ ბენვენისტის მიერ გამოყოფილი ენობრივი ანალიზის დონეები, ენის, როგორც ნიშანთა სისტემის უკიდურესი ქვედა საზღვარი – მერიზმატული დონე (1), შუალედური დონე (2) და კატეგორემატული დონე (3).
Sunday, November 7, 2010
Monday, November 1, 2010
ნიშნის შესწავლა სემანტიკური, სინტაქტიკური და პრაგმატიკული თვალსაზრისით
ნიშნის ბუნებით განისაზღვრება ნიშანთა სისტემის შესწავლის სამი ასპექტი: სინტაქტიკური; სემანტიკური, პრაგმატიკული.
ენობრივი ნიშნის ბუნება
ენობრივ ნიშანს ორი მხარე აქვს: აღმნიშვნელი (ბგერითი სუბსტანცია საგნისა) და აღსანიშნი (საგნის თვისების ამსახველი ცნება, რასაც აღმნიშვნელი აღნიშნავს). კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელი არანაირ ლოგიკურ კავშირში არაა კონკრეტულ სახელდებულ ცნებასთან.
ბუნებრივ–ანთროპოლოგიური ენის მახასიათებლები
ენობრივი სისტემის დუალობა და პროდუქტიულობა.
დუალობა: მცირე ერთეულების დალაგებით /კომბინაციით რთული ერთეულების წარმოქმნა (მაგ., სემანტიკას მოკლებული ერთეულებით ლექსიკური ერთეულები... >> წინადადებები... სასრული რაოდენობის ერთეულებით >> უსასრულო რაოდენობის კომბინაციები).

საკომუნიკაციო სისტემები
მსოფლიოში მრავალგვარი საკომუნიკაციო სისტემა არსებობს (Communicatio - ლათ. ურთიერთობა) .
პირობით ნიშანთა სისტემას, რომლის საშუალებითაც შეიძლება რაიმე შეტყობინების გაგზავნა, კ ო დ ი ეწოდება.
პირობითი ნიშნები სხვადასხვარი შეიძლება იყოს: რადიოტალღები, ელექტრო იმპულსები, წერილობითი ნიშნები...

იკონური აზროვნება
იკონური (ვიზუალური) აზროვნება მეტ–ნაკლები ხარისხით, ყველა ცხოველისთვისაა დამახასიათებელი.
ცხოველებს შეუძლიათ მხოლოდ აღქმა, აღქმული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება კი – არა.

რა არის ნიშანთა სისტემა?
ნიშანთა ნებისმიერი სისტემა არის ერთმანეთის მიმართ გარკვეული კავშირის მქონე ელემენტთა სიმრავლე; ელემენტები ქმნიან სტრუქტურებს; ყოველი მათგანი ისეთ კავშირშია სხვა ერთეულთან, რომ სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ ცვლილებას.
Saturday, February 13, 2010
Language Adaptation
-Language Adaptation (ed.:Florian Coulmas)---pp.1-25
-Terminology Development in the revival of a language: the case of contemporary Hebrew (by Chaim Rabin)--- pp.26-59
-Communicating in Arabic: problems and prospects ---39

Tuesday, February 2, 2010
ზმნა (კლასიფიკაცია)
ზმნა — სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილია. აღნიშნავს საგნის მოქმედებას, ან მდგომარეობას. ზმნას გააჩნია პირი, დრო და რიცხვი.
ქართული ზმნა სულ ორი სტრუქტურის (აგებულების) შეიძლება იყოს:
R-Ø და R-ი (დ. მელიქიშვილი (1978), ბ. ჯორბენაძე (1985).
სადაც:
-R - ზმნური ფუძეა;
-Ø - ნულოვანი სუფიქსი;
-ი - -ი სუფიქსი.
ამგვარად, სტრუქტურის მიხედვით, ზმნათა სულ ორი ჯგუფი გამოიყოფა.
ადვილია, არა? :)
ასევე, ორ ჯგუფში (მარტივად და ადვილად :)) ლაგდება ქართული ზმნა სინტაქსური კონსტრუქციის (ანუ ზმნაში სუბიქტური პირის მორფოლოგიური მარკირების) მიხედვით:
პირველ ჯგუფში ერთიანდება ზმნები, რომელთაც ბრუნვაცვალებადი სუბიექტი აქვთ და ეს ჯგუფი ემთხვევა სტრუქტურის მიხედვით გამოყოფილ პირველ ჯგუფს (ანუ R-Ø სტრუქტურის ზმნების კონსტრუქციაა nom-erg-dat სერიების მიხედვით).
გახსოვთ ალბათ: R-Ø.
ე.ი. ამ ჯგუფში ზმნის უღლებისას სერიების მიხედვით თან სდევს ბრუნვაცვალებადი სუბიექტი:
I სერიაში სახელობით (nom.) ბრუნვაში (წერს ის);
II სერიაში მოთხრობით (erg.) ბრუნვაში (დაწერა მან);
III სერიაში მიცემით (dat) ბრუნვაში (დაუწერია მას).
კონსტრუქციის მიხედვით გამოყოფილი მეორე ჯგუფის ზმნათა სუბიექტი ნომინატიური კონსტრუქციისა (უცვლელად დგას სახელობით ბრუნვაში).
სინტაქსური კონსტრუქციის მიხედვით გამოყოფილი მეორე ჯგუფი ემთხვევა მეორე სტრუქტურულ ჯგუფს: R-ი
მაგ.,
ვთბებ-ი მე
გავთბ-ი მე
ამ ორ ჯგუფში ლაგდება ქართულ ზმნათა უმრავლესობა.
არის კდიევ მესამე, (პირველ და მეორე ჯგუფთან შედარებით) გაცილებით პატარა ჯგუფი; ამ ჯგუფს აფექტური (ანუ, გრძნობა-აღქმის) ზმნები შეადგენენ.
აფექტურ ზმნათა ჯგუფი “ინვერსიულ” ანუ დატიურ კონსტრუქციას იყენებს.
აშკარაა, რომ, ამ მცირე რაოდენობის, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან ზმნებს ვერ გავაერთიანებთ ვერც პირველ (სტრუქტურა R-Ø, კონსტრუქცია ნომინატ.-ერგატ.-დატ. (nom.-erg.=dat.) და ვერც მეორე (სტრუქტურა R-ი, კონსტრუქცია ნომინატიური (nom.) ჯგუფის ზმნებთან.
ეს - მესამე ჯგუფი ნარევია სტრუქტურის მიხედვით:
აქ გვხვდება როგორც R-Ø, ისე R-ი სტრუქტურის ზმნები.
მათ მხოლოდ დატიური კონსტრუქცია (მიცემით ბრუნვაში დასმული სუბიექტი) აერთიანებთ:
მიყვარს- მე (ქალს :) (სტრუქტურა: R-Ø, სუბიექტი მიცემით ბრუნვაშია);
გენატრებ-ი შენ (მამაკაცს) (სტრუქტურა R-ი, სუბიექტი ისევ მიც. ბრუნვაშია).
ე.ი.
გამოვიდა, რომ:
ქართული ზმნისთვის გამოიყოფა სამი ჯგუფი:
I. კონსტრუქცია nom-erg-dat და სტრუქტურა R-Ø (ვწერ).
II.კონსტრუქცია nom-nom-nom და სტრუქტურა R-ი (ვთბები).
III. კონსტრუქცია dat-dat - სტრუქტურა R-Ø და R-ი - აღმქმელ-განმცდელი სუბიექტით (მიყვარს/გენატრები).
სულ ეს იყო.
:)
(პროფ. დ. მელიქიშვილისეული კლასიფიკაცია).

Sunday, January 31, 2010
რეფლექსური ი- პრეფიქსის რაობისათვის (ზმნებში)
ი- პრეფიქსის რაობისათვის
ი- პრეფიქსი ვნებითის ნიშნად პირველად გამოყო ანტონ კათალიკოსმა. აკაკი შანიძემ, ვნებითის გამოხატვის გარდა, გარკვეული ტიპის ყალიბებში ი- მიიჩნია სათავისო ქცევისა და ობიექტური წყობის I და II პირის ფორმებში სასხვისო ქცევის ნიშნად. იგი თვლიდა, რომ მედიოაქტივების ი- პრეფიქსიანი ფორმები სათანადო ფუძის გარდამავალი ზმნების სათავისო ქცევისგან იყო ნასესხები, მედიოაქტიური ზმნების ი- პრეფიქსი კი - სათავისო ქცევის ნიშანი, თუმცა აღნიშნავდა, რომ მედიოაქტივებს ქცევის გაგება არა ჰქონდათ [შანიძე, 1980: 473]. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მედიოაქტიური `ზმნების დიდი კლასი “ქცევით” აწარმოებს ასპექტურ დაპირისპირებებს~ [მელიქიშვილი ი., 2002: 123]; სპეციალურ ლიტერატურაში ადრეც დაისვა მედიოაქტივების ი- პრეფიქსთან ასპექტის გამოხატვის ფუნქციის დაკავშირების საკითხი, მაგრამ ი- პრეფიქსიანი მედიოაქტივები არა ნასესხებ, არამედ მედიოაქტიურ ზმნათა პარადიგმის ორგანულ, საკუთარ ფორმებად იქნა კვალიფიცირებული [ნოზაძე, 1974, 50, მელიქიშვილი დ., 2001: 84-85]. სხვა მკვლევართა აზრით, ი-პრეფიქსი მედიოაქტივებშიც და ყველა სხვა ტიპის ზმნებში უკუქცევითობის გამომხატველია: `უკუქცევითობა წარმოადგენს ი- პრეფიქსის ზოგად, ამ ფორმანტის მქონე ყველა ფორმისათვის საერთო ფუნქციას~ [მარი, 1925: 136-137, როგავა: 1942, ჯორბენაძე, 1983: 107, მელიქიშვილი დ., 2001: 84-85].
ი- პრეფიქსის ფუნქციად უკუქცევითობა პირველად ნიკო მარმა მიიჩნია: `ი- პრეფიქსი ზმნას ანიჭებს უკუქცევით მნიშვნელობას, ანდა უფრო მკვეთრად გამოხატავს მისი შინაარსის სუბიექტურ აღქმას" [მარი, 1925: 136-137]. შემდგომ სპეციალურად ყურადღება გაამახვილა ამ მომენტზე გიორგი როგავამ, მოგვიანებით კი ჰუგო შუხარდტმა [როგავა: 1942, შუხარდტი, 1950: 73]. ნაშრომში გაზიარებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ე.წ. “მედიო-აქტივები”, “-დ სუფიქსიანი პასივები”, “ი- პრეფიქსიანი” და “თბება” ტიპის ვნებითები”, იგივე I და II დიათეზის ავტოაქტივები, “მყოფად-წყვეტილის ჯგუფის მწკრივებს აწარმოებენ ი- პრეფიქსის საშუალებით, რომელიც ავტოაქტივებშიც და პასივებშიც რეფლექსივის ნიშანია” [მელიქიშვილი, 2001: 83-85].
აღნიშნავენ იმასაც, რომ მედიოაქტივების ი- პრეფიქსის `მორფოლოგიური ფუნქცია მოცემულ ეტაპზე დაბნელებულია~ [ნოზაძე, 2005: 205].
აშკარაა, რომ ი- პრეფიქსის ფუნქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და გამოვლენის ასეთივე არეალი გააჩნია: თუ გავითვალისწინებთ მისი გამოყენების არეს; ქართული სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ი- პრეფიქსი ვლინდება:
1. “ვნებითის ყალიბში. საკუთრივ ვნებითები: ი-ჭრება, ი-ხარშება, ი-მსხვრევა... პოტენციალისები: ი-ჭმევა, ისმევა... ვნებითის ყალიბები, რომლებითაც გამოიხატება აქტიური მოქმედება: ი-რწმუნება, ი-ცქირება, ი-ლოცება... ობიექტური წყობის I და II პირის ფორმები სასხვისო ქცევისა ზმნათა: მ-ი-შენდება, გ-ი-შენდება...
2. მოქმედებითის ყალიბებში. სათავისო ქცევის ფორმები: ვ-იშენებ, ი-შენებ, ი-შენებს... ობიექტური წყობის I და II პირის ფორმები სასხვისო ქცევისა: მ-იშენებს, გ-ი-შენებს...
7. მდგომარეობითობის გამომხატველ ფორმებში: ი-გლოვს, ი-მღერს...
იცინის, ი-ღიმის... ზოგჯერ ი- პრეფიქსი მხოლოდ მყოფადის
წრისა და II სერიის ფორმებში წარმოჩნდება: ი-ბიბინებს – ი-ბიბინ-ა, ი-დგება – იდგა...” [ჯორბენაძე, 1983: 106].
`თუ ამოვალთ ი- თავსართის (ისევე, როგორც სხვა ხმოვანპრეფიქსების) ფუნქციური გამოყენებიდან, აშკარა გახდება, რომ მისი ძირითადი ფუნქცია ზოგადად ობიექტური პირის არსებობაზე მითითებაა, კერძოდ კი, სუბიექტის ობიექტურ პირებთან გარკვეული (კუთვნილება-დანიშნულების, ლოკატიური, სხვ.) მიმართების გამოხატვაა~ [როგავა, 1942, მელიქიშვილი, 2001: 36].
`ი- პრეფიქსის სასხვისო ქცევის ნიშნად კვალიფიცირებამ წარმოაჩინა ი- პრეფიქსის კონკრეტული, სხავდასხვა ყალიბისთვის დამახასიათებელი ფუნქციები, მაგრამ, იმავდროულად, დაჩრდილა მისი ზოგადი, ყველა ხსენებული შემთხვევისთვის ნიშანდობლივი სემანტიკა~ [ბ. ჯორბენაძე, 1083, გვ. 106].
უკუქცევითობის ნაცვლად ი- პრეფიქსის ძირითად ფუნქციად ზოგჯერ ადგილიანობასთან მიმართებით ვალენტობის შემცირება განიხილება: მაგ., “ი- პრეფიქსი გამოხატავს ვალენტობის შემცირებას ადგილიანობასთან მიმართებით, პირის კლებას, და არა ვნებით გვარს. ი- პრეფიქსი გვაქვს ყველგან – პირის კლების შემთხვევაში, გარდა სასხვისო ვერსიის I-II პირების ფორმებისა. ესაა მისი უმთავრესი ფუნქცია და არა რეფლექსივის, გვარის, ან სასხვისო ვერსიის გამოხატვა” [ასათიანი, 1987: 192-196].
უკუქცევითობა ნამდვილად არის ი- პრეფიქსის ძირითადი ფუნქცია I და II დიათეზის ავტოაქტივებში (ე.წ. “მედიოაქტივებსა და ინიან ვნებითებში”: იძინებს, იზამთრებს, იმანჭება...), ამავდროულად, ის გვხვდება აქტივებშიც, სადაც იგი სასუბიექტო ვერსიის ფუნქციას იძენს [დ. მელიქიშვილი, 2001, გვ. 84].
ი- პრეფიქსი რეფლექსივისა და სასუბიექტო ვერსიის ფორმების მაწარმოებელია ყველა ქართველურ ენობრივ ერთეულში; ამის შესახებ აღნიშნავს ბ. ჯორბენაძეც: “უკუქცევითი შეიძლება იყოს ზმნის როგორც გარდამავალი, ასევე გარდაუვალი ფორმა; მაგ.,
ქართ: ი-წერ-ს / მეგრ.: ი-ჭარ-უნ-ს,
ქართ.: იწერ-ებ-ა / მეგრ.: ი-ჭარ-უ-(ნ);
შდრ. ლაზ.: ი-ჭარ-ენ”5 (პოტენციალისი) [ჯორბენაძე, 1983: 108].
კვლევის ამ ეტაპზე ჩვენთვის მისაღებია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ი- პრეფიქსი I და II დიათეზის ავტოაქტივებში “რეფლექსივის აღმნიშვნელი ორგანული პრეფიქსია, რომელიც აქტივის სრულ კონსტრუქციაში სასუბიექტო ვერსიის შინაარსს იძენს” [მელიქიშვილი, 2001: 85]. ი- პრეფიქსი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო მხოლოდ დეიქტური ნაწილაკი, შემდეგ შეიძინა რეფლექსური უკუქცევითი შინაარსი და სასუბიექტო და საობიექტო ვერსიის (როცა სუბიექტი I ან II პირია) გამოხატვის ფუნქცია როგორც სალიტერტურო ქართულში, ასევე მეგრულსა და სვანურში. ი- პრეფიქსი რომ რეფლექსივის მარკერია და არა მოქმედებითი გვარის ზმნათაგან ნასესხები თავსართი, ამას მეგრულისა და სვანურის სათანადო ზმნური ფორმებიც ადასტურებენ: სალიტერატურო ქართულის ავტოაქტივის აწმყოს ფორმებს მეგრულსა და სვანურში ი- პრეფიქსიანი ფორმები შეესატყვისება. მაგალითად, მეგრულში: ი-ძიცანს “იცინის”, გიმ-ი-ჩამუ - “იყიდება” //გაიცემა, ი-თებუ “მთავრდება”, ი-ჭუ ”ცხვება”,

შდრ. სვანურში: i-cEnPl - ”იცინის”, i-hEdi “”იყიდება”, i-zEri ”მთავრდება”, i-gnPl ”დგება”, i-n@yi ”ცხვება”, i-diarPlx ”დაპურდებიან”...

Subscribe to:
Posts (Atom)