Monday, November 1, 2010

ენობრივი ნიშნის ბუნება

ენობრივ ნიშანს ორი მხარე აქვს: აღმნიშვნელი (ბგერითი სუბსტანცია საგნისა) და აღსანიშნი (საგნის თვისების ამსახველი ცნება, რასაც აღმნიშვნელი აღნიშნავს). კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელი არანაირ ლოგიკურ კავშირში არაა კონკრეტულ სახელდებულ ცნებასთან.

18 comments:

  1. ენობრივი ნიშანი საგანსა და მის სახელს კი არ აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ცნებასა და აკუსტიკურ ხატს.

    (თათია გოგალაძე)

    ReplyDelete
  2. აღსანიშნთა ერთობლიობა ქმნის ენის შინაარსულ პლანს,ხოლო აღმნიშვნელთა ერთობლიობა-ენის გამოხატულების პლანს.

    (მერი ხაჩიძე)

    ReplyDelete
  3. nana kartvelishvili
    radgan kavshiri pirobitia agsanishnsa da agmnishvnels shoris, ar dgas racionalurobis sakitxi: enistvis mtavaria paktis agnishvna da ara agnishvnis rogoroba.

    ReplyDelete
  4. მართალი ხართ, ნანა, თუ არ ვცდები, სოსიური პირველად სწორედ ამას აღნიშნავს ნიშნის პირობითობის განმსაზღვრელ საკითხებზე საუბრისას;
    მეორე მიზეზად კი ასახელებს ნიშანთა განსაზღვრულ რაოდენობას ყოველ ენაში: დაახლოებით, რამდენიმე ათეული ათასი... ნათია.

    ReplyDelete
  5. shexeduleba, rom enobrivi nishnis bgeriti shedgeniloba ar aris gamowveuli sagnis bunebit gabatonebulia enatmecnierebashi. zogjer gamonaklisebic gvxvdeba. asrt gamonakliss warmoadgens italiuri samecniero skola- neolingvistika. es mimdinareoba uaryops nishnis nebismierobas.
    meri cotniashvili

    ReplyDelete
  6. დიახ,მერი, გმადლობთ საინტერესო თემის წამოჭრისთვის; როგორც ვიცი, ნეოლინგვისტიკას იტალიაში, 20–იან წლებში ჩაეყარა საფუძველი; საფუძვლად დაედო ბ. ქროუსის ფილოსოსფიურ მოძღვრება ლინგვისტური გეოგრაფიის შესახებ.

    ნეოლინგვისტური მოძღვრების მიხედვით, ენა არა კოლექტიური, არამედ ინდივიდუალური ფენომენია;

    ნეოლინგვისტური მოძღვრების ფუძემდებლები იყვნენ გ. ბერტონი და მ. ბართოლი (Introduction to Linguistics/ენათმეცნიერების შესავალი/,1925) , აგრეთვე, გ. ბონფანტე (The Position of Neolinguistics / ნეოლინგვისტიკის ადგილი/);

    უნდა აღვნიშნოთ ვ. პისანზეც, მან ყველაზე დიდხანს უერთგულა ნეოლინგვისტიკურ სკოლას (ა. ლეონტიევი, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, მესამე გამოცემა (1970–1979).

    ნეოგრამატიკოსთა ამ ინიციატივამ ბევრი თანამედროვე ლინგვისტური მიმდინარეობა განვითარებას მისცა ბიძგი (მაგ., არეალური ლინგვისტიკა და სხვ.)

    ReplyDelete
  7. ენობრივი ნიშანი ბგერითი სუბსტანციისაგან არის შექმნილი სხვა საკომუნიკაციო სისტემების ნიშნები ხშირათ არაბგერითია ჩვენ ენას ამ შემთხვევაში უწოდებთ ისეთ ნიშანთა სისტემებს რომლებიც ბგერითი სუბსტანციისაგან შედგება და წარმოიქნება ადამიანის სამეტყველო ორგანოებით

    (სოფო გველესიანი)

    ReplyDelete
  8. ცალკე აღებულ,იზოლირებულ ენობრივ ნიშანში კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია იმ აზრით,რომ დენოტატის ბუნება არ აისახება აღმნიშვნელის ბგერით შემადგენლობაში

    (სოფო გველესიანი)

    ReplyDelete
  9. ''პირობითობა'' ისე არ უნდ გავიგოთ თითქოს აღმნიშვნელი მოლაპარაკე ინდივიდის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული.ინდივიდს არ შეუძლია არაფრის შეცვლა ენობრივი კოლექტივის მიერ დადგენილ მოდელში.თუმცა სოსიური იმასაც ამბობს ,ენას არ შეუძლია თავის დაცვა იმ ფაქტორებისგან რაც ცვლის მიმართებებს აღსანიშნს და აღმნიშვნელს შორის.

    ReplyDelete
  10. რ.იაკობსონის მიხედვით, სინტაქტიკური თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნები განპირობებულია_ აღსანიშნებს შორის მიმართება ირეკლება აღმნიშვნელებს შორის მიმართებაში.

    ერთი მხრივ, ავიღოთ "თვალი"(აღსანიშნი) და მეორე მხრივ _ "სათვალე"(აღსანიშნი). ორივე ენობრივი ნიშანია. "სათვალე" ნაწარმოებია "თვალისაგან"; ამ შემთხვევაში იგი განპირობებულია.

    (სალომე ახალკაცი)

    ReplyDelete
  11. ტერმინი ააგსანისჰნი არ გულისხმობს უშუალოდ გარეენობრივი სამკაროს საგნებსა და მოვლენებს.აღსანშნი ენისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს.ეს არის არა საგანი არამედ ცნება ,საგნისა თუ მოვლენის შესახებ.აღსანიშნი უპირისპირდება აღმნიშვნელს დენოტატს როგორც შიდაენობრივი გარეენობრივს.აღსანიშნთა ერთობლიობა ქმნის ენის შინაარსის პლანს .ხოლო აღმნიშვნელთა ერთობლიობა ენის გამოხატულების პლანს. ლია გრიგოლია

    ReplyDelete
  12. arsanishnta ertoblioba qmnis enis shinaarsis plans.xolo armnishvnelta ertoblioba enis gamoxatulebis plans. tamta bregvadze

    ReplyDelete
  13. მეცნიერები უძველესი დროიდან ცდილობდნენ დაედგინათ,როგორი კავშირია სიტყვის ფორმასა და შინაარს შორის.შედეგად მივიღეთ ორი თეორია:1)ფუსეი-კავშირი მყარდება "ბუნების ძალით" 2)თესეი-კავშირი შეთანხმების შედეგია

    ReplyDelete
  14. სოსიური ენობრივ ნიშანზე მსჯელობისას ორ მიმართებას გამოყოფდა:1)ენობრივი ნიშნის მიმართება აღსანიშნთან(ნებისმიერია,პირობითია) 2)ენობრივი ნიშნის მიმართება კოლექტივტან(არაა ნებისმიერი)

    (ქეთი აფთარაშვილი)

    ReplyDelete
  15. აღმნიშვნელის ბგერითი სახე არ განისაზღვრება რომელიმე საგნის ან მოვლენის ბუნებით.ამიტომაა ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმის სიტყვით აღინიშნება..მაგალითად ქართულში-წყალი ინგლისური-water,ქიმიური ელემენტი H2O
    (აბულაძე სოფიკო)

    ReplyDelete
  16. nishnis pirobitoba icavs enas shegnebbulad shecvlis yovelgvari mcdelobisagan.agsanishnisa da agmnishvnelis shemaertebeli kavshiri aris pirobiti.agmnishvnels gaachnia xazovani buneba,agiqmeba mxolod smenit,arsebobs mxolod droshi,ganfenadia sivrceshi,enis mteli meqanizmi maszea damokidebuli.

    ReplyDelete
  17. ასე გადაჭრით არ შეიძლება ითქვას, რომ კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია.არსებობს თეორიები თესეი და ფუსეი რაც გასათვალისწინებელია

    ReplyDelete