ძალიან საინტერესოა ემილ ბენვენისტის მიერ გამოყოფილი ენობრივი ანალიზის დონეები, ენის, როგორც ნიშანთა სისტემის უკიდურესი ქვედა საზღვარი – მერიზმატული დონე (1), შუალედური დონე (2) და კატეგორემატული დონე (3).
ენობრივ ნიშანს ორი მხარე აქვს: აღმნიშვნელი (ბგერითი სუბსტანცია საგნისა) და აღსანიშნი (საგნის თვისების ამსახველი ცნება, რასაც აღმნიშვნელი აღნიშნავს). კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელი არანაირ ლოგიკურ კავშირში არაა კონკრეტულ სახელდებულ ცნებასთან.
დუალობა: მცირე ერთეულების დალაგებით /კომბინაციით რთული ერთეულების წარმოქმნა (მაგ., სემანტიკას მოკლებული ერთეულებით ლექსიკური ერთეულები... >> წინადადებები... სასრული რაოდენობის ერთეულებით >> უსასრულო რაოდენობის კომბინაციები).
მსოფლიოში მრავალგვარი საკომუნიკაციო სისტემა არსებობს (Communicatio - ლათ. ურთიერთობა) . პირობით ნიშანთა სისტემას, რომლის საშუალებითაც შეიძლება რაიმე შეტყობინების გაგზავნა, კ ო დ ი ეწოდება. პირობითი ნიშნები სხვადასხვარი შეიძლება იყოს: რადიოტალღები, ელექტრო იმპულსები, წერილობითი ნიშნები...