თანამედროვე ქართველური კილოების გავრცელების ველი
საქართველოს კულტურულ-ადმინისტრაციულ ცენტრთან სიშორე-სიახლოვის მიხედვით გამოიყოფა დიალექტთა 3 ჯგუფი: ცენტრალური, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერი-ტორიის გარეთ არსებული კილოები (იხ. ზემოთ, 1.5.). ამ პარა-გრაფში ზოგადად წარმოვადგენთ თანამედროვე ქართველურ კილოთა გავრცელების ველს რაიონებისა და ხეობების მიხედვით.
ცენტრალური კილოები:
ქართლური დიალექტი. ქართლური ყველაზე მსხვილი დიალექტური ერთეულია. ქართლურ კილოზე მეტყველი ქართ-ველობა საქართველოს დღევანდელი საზღვრების მიხედვით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში - ქართლში ცხოვრობს; ქართლი ძირითადად მოიცავს მტკვრის შუა წელის ხეობას, კასპის, ქარელის, მცხეთის, გორის, ცხინვალის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ახალგორის, წალკის, ჯავის, თეთრიწყაროსა და ხაშურის რაიონებს.
ქართლური კილო ყველაზე ახლოს დგას სამწიგნობრო ქარ-თულთან. სხვა ქართველურ კილოთაგან ყველაზე მეტ საერთოს იგი პოულობს კახურთან. ეს ბუნებრივია მათი ტერიტორიული სიახ-ლოვისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობის გამო.
დიალექტური თავისებურებების გათვალისწინებით, ქართლურ კილოში ოთხი ძირითადი კილოკავი გამოიყოფა: ცენტრალური ანუ შიდა ქართლური (მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის რაიონების მეტყველება), ჩრდილო ანუ ზემო ქართლური (ახალგორის, აგრეთვე, დუშეთის რაიონში შემავალი სოფლების მეტყველება), სამხრეთი ანუ ქვემო ქართლური (გომარული, წერაქვ-სიონური, რეხული, ალგეთური თქმები) და დასავლური ქართლური (ბორ-ჯომის, ხაშურისა და სურამის მეტყველება).
კახური დიალექტი. კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. დღევანდელი ადმინის-ტრაციული დაყოფით კახეთში შედის: ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს რაიონები და თბილისის გარეუბანი. კახელები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ თიანეთის რაიონში.
კახეთი იყოფა: გარეკახეთად (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყად (მდ. ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთად (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხრად (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). მიუხედავად ფართო გავრცელებულობისა, კახური მეტყველება ძირითადად ყველგან ერთნაირია; გამოიყოფა სამი კილოკავი: გარეკ-ახური, შიგნიკახური და ქიზიყური. ქიზიყურის სახელწოდებით ცნობილია სიღნაღისა და ნაწილობრივ დედოფლისწყაროს რაიონე-ბის მოსახლეობის მეტყველება. დანარჩენი კილოკავებისაგან განსხვავებით, ქიზიყური მეტყველებისათვის დამახასიათებელია არქაული მოვლენები.
გურული დიალექტი. გურული მეტყველება გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სამ რაიონში: ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. გურიას ჩრდილოეთით სამეგრელო ესაზღვრება, სამხრეთით - აჭარა, აღმოსავლეთით - იმერეთი, დასავლეთით - შავი ზღვა. გურულ დიალექტში შთამბეჭდავია მეგრულ-ჭანური დიალექტური ფენა.
გურული კილო იყოფა ორ კილოკავად: ზემო და ქვემო გურუ-ლად. ზემო გურული მოიცავს ძირითადად ჩოხატაურისა და ოზურ-გეთის მთიანი რეგიონის მოსახლეობის მეტყველებას, ქვემო გურული - ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების მეტყველებას. გურული კილოს კილოკავებად დაყოფას საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ, ლექსიკური და, მეორე მხრივ კი, მორფოლოგიური სხვაობა. ზემო გურული დიალექტური თავისებურებებით უფრო უახლოვდება ქვემო იმერულს, ვიდრე ქვემო გურულს.
იმერული დიალექტი. იმერეთი ერთ-ერთი დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა დასავლეთ საქართველოში. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან: იმერეთი, ე.ი. ლიხის მთის გადაღმა მხარე (შდრ.: ამერეთი). მოგვიანებით იმერეთი კუთხის სახელწოდებად, ხოლო "იმერელი" - ამ კუთხის ქართველთა სახელად (თემონიმად) ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვახ-უშტის თხზულებაში "იმერეთი" ძველი მნიშვნელობით გამოიყენება - გულისხმობს მთელ დასავლეთ საქართველოს: "ბაგრატიონთა რაჟამს დაიპყრეს ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი, უმეტესად შეერთებისათAს; აწცა საზოგადოდ უწოდებენ იმერეთს... ცხენისწყალს-ზეითს, აღმოსავ-ლეთის კერძსა, ვიდრე ლიხის მთამდე..." (ვახუშტი, 1941).
იმერეთი გეოგრაფიულად ორ დიდ რეგიონად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ზემო იმერეთი მოიცავს საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონებს, ხოლო ქვემო იმერეთში მოიაზრება თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიისა და ვანის რაიონები, ნაწილობრივ აბაშის რაიონი (საზღვრისპირა სოფლები).
ზემო იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხის ანუ სურამის ქედი, სამხრეთით - აჭარა-იმერეთის ქედი, ჩრდილოეთით - რაჭის ქედი, დასავლეთით - სამეგრელო. ქვემო იმერეთს სამხრეთით ესაზ-ღვრება მესხეთი, ჩრდილოეთით ნაქერალას ქედი და ხვამლის მთა, აღმოსავლეთით - ჭიათურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები, სამხრეთით - გურია.
იმერული ერთ-ერთ მსხვილ დიალექტურ ერთეულს წარ-მოადგენს. იყოფა ზემოიმერულ და ქვემოიმერულ კილოკავებად.
იმერულის ენობრივი ერთეულების სტატუსის შესახებ სამეც-ნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა: მეცნიერთა ნაწილი (შ.ძიძიგური, ქ.ძოწენიძე...) იმერულ დიალექტს ორ კილოკავად ყოფს, ნაწილი (ა.შანიძე) - სამად (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული); კ.კუბლაშვილი ზემო- და ქვემოიმერულს დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულებად მიიჩნევს. ამასთანავე, გამოყოფენ შუაიმერულ კილოსაც (ვ.ფანჩვიძე). შუაიმერულად მიიჩნევა ზემო და ქვემო იმერეთს შორის არსებული გარდამავალი ზოლის მეტყ-ველება (თერჯოლური, ბაღდათური, ტყიბულური), რომლისთვისაც დამახასიათებელია როგორც ქვემოიმერულის, ისე ზემოიმერულის ენობრივი ნიშნები.
ლეჩხუმური დიალექტი. ლეჩხუმური დიალექტი ძირითადად ცაგერის რაიონშია გავრცელებული, ნაწილობრივ მოიცავს ამ-ბროლაურისა და წყალტუბოს რაიონების სოფლებს.
ლეჩხუმი ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებშია მო-ქცეული. ლეჩხუმს აღმოსავლეთით რაჭა (მდინარე ასკი) ესაზ-ღვრება, დასავლეთით - სამეგრელო (ასხის მთა), ჩრდილოეთით - ქვემო სვანეთი (ყვედრეშის ღელე), სამხრეთით - იმერეთი.
ლეჩხუმი წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოფი კესარიელი) სკვიმნიის სახელით. სავარაუდოა, რომ სკვიმ- ფუძე იგივეა, რაც ლე-ჩხუმ- (ლე- დანიშნულების მაწარ-მოებელი საერთოქართველური პრეფიქსია).
გეოგრაფიულად ლეჩხუმს ორ ნაწილად ყოფენ: ზემო ლეჩხუმად (ცხენისწყლისა და ლაჯანურის ხეობათა, აგრეთვე, რიონის ხეობის ერთი ნაწილის სოფლები) და ქვემო ლეჩხუმად (რიონის ხეობის სოფლები ტვიშიდან ლეხიდრის ხეობის ჩათვლით სოფელ ღვე-დამდე).
განაპირა კილოები:
ფხოური კილოები:
ფხოველები წყაროებში პირველად IV საუკუნეში იხსენიება. წმინდა ნინომ, სხვა ქართველ მთიელებთან ერთად (ჭართალელები, წილკნელები, გუდამაყრელები), ფხოველებსაც უქადაგა ქრისტიანობა. მათ ქრისტიანობა არ მიუღიათ, რის გამოც "ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს” (ქართლის ცხოვრება, 1995, გვ.125-126). ტერმინი "ფხოვი" ძველ ისტორიულ წყაროებში გამოი-ყენებოდა ორი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის, კერძოდ, ფშავისა და ხევსურეთის აღსანიშნავად, შესაბამისად, "ფხოელნი" გულისხმობდა ხევსურებსა და ფშავლებს; ამის შესახებ ვახუშტიც აღნიშნავს: "...აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურეთს, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი” (ვახუშტი, 1941, გვ.93). ფშავ-ხევსურულთან მსგავსების გამო გამართლებული ჩანს, ამავე ჯგუფში გაერთიანდეს მთის სხვა კილოებიც: თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული.
ხევსურული დიალექტი. ხევსურეთი ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ორ ნაწილად ყოფს: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი მოიცავს არდოტისა და შატილის ხეობებს (ახლანდელი დუშეთის რაიონის შატილის სასოფლო საბჭოს ტერიტორია), პი-რაქეთა ხევსურეთი - ხევსურეთის არაგვის ხეობას (დუშეთის რაიონის ბარისახოსა და გუდანის სასოფლო საბჭოების ტერიტო-რია). პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი ერთმანეთს არხოტისა და დათვისჯვრის უღელტეხილით უკავშირდება.
ხევსურეთი აღნიშნული კუთხის აღსანიშნავად XV საუკუნიდან ჩნდება. სახელი დარქმეულია მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდე-ბარეობის გამო.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩაჩნეთ-ინგუშეთი, აღმო-სავლეთით - თუშეთი, დასავლეთით - ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით - ფშავი. ხევსურეთი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს დუშეთის რაიონს. ხევსურები ცხოვრობენ, აგრეთვე, გუდამაყრისა (სოფლები: ბაკურხევი და საკერპო) და ხევის (სოფლები: ჯუთა და ართხმო) ტერიტორიაზე და თიანეთის რაიონში.
ხევსურულ დიალექტში გამოიყოფა ორი კილოკავი: შატილურ-მიღმახეური და პირაქეთულ-არხოტული.
ფშაური დიალექტი. ფშავი აღმოსავლეთ საქართველოს მთი-ანეთში მდებარეობს. სახელწოდება "ფშავი" XV საუკუნიდან გვხვდება. ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელ - შუაფხოს შერჩენია. ფშავის მთავარი მდინარე არაგვია, რომელიც სამი შენაკადისაგან შედგება: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგოჩარის ხევი.
ფშავის საზღვრებია: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას აღმოსავლეთით ყოფს თუშეთისაგან და ჩრდილოეთით კი - პირიქითი ხევსურეთისაგან; დასავლეთით - პი-რაქეთი ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, სამხრეთით - დუშეთის რაიონი.
ფშავლები დღეს გაფანტულნი არიან მდინარე არაგვის, ივრის, ილტოსა და ალაზნის სათავეებში. დიდი რაოდენობით ცხოვრობენ აგრეთვე გომბორში, ერწო-თიანეთსა და შირაქში. ერწო-თიანეთს ხშირად ფშავის სახელითაც მოიხსენიებენ. ფშავლები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობაში; თე-ლავის რაიონის ორ სოფელში (ლუჩური და ლაფანყური); ყვარლის რაიონის სოფელ გძელჭალაში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით, ფშავი დუშეთის რაიონს მიეკუთვნება.
თუშური დიალექტი. თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთს ეკუთვნის; მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით. აღმოსავლეთით თუშეთს დაღესტანი ესაზ-ღვრება, დასავლეთით - ფშავ-ხევსურეთი, ჩრდილოეთით - ჩაჩნეთ-ინგუშეთი, სამხრეთით - კახეთი. თუშეთი შემოზღუდულია წყალგა-მყოფი მაღალი ქედებით. პირიქითა ქედი თუშეთს ორად ყოფს: ჩრდილოეთ მხარეზეა პირიქითა ხეობა და სამხრეთით - გომეწრის ხეობა. თუშეთში ორი მდინარე მიედინება: გომეწრისა და პირიქითის ალაზანი.
წყაროებში თუშები II საუკუნიდან ჩანან. თუშეთის ქართველობა (თუშთა თემი) დღეს ოთხ თემად იყოფა: წოვები, გომეწარანი, ჩაღ-მები და პირიქითნი. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ომალო. თუშეთი ახმეტის რაიონში შედის.
გომეწრის, ჩაღმისა და პირიქითის თუშები თუშურ დიალექტზე მეტყველებენ, წოვათას თუშების საოჯახო სამეტყველო კოდი კი წოვათუშურია (სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ენობრივი ერთეული ბაცბურის სახელითაც მოიხსენიება), რომელიც ვაინახურ ენებსაც ენათესავება და ქართულსაც. სხვა ქართველებთან წოვა-თუშები კახური დიალექტის მსგავს გარდამავალ კილოზე მეტყველე-ბენ.
მოხეური დიალექტი. ხევი მდებარეობს საქართველოს ტერი-ტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელზედაც გადის საქართველოს სამხედრო გზა. ხევს, თავისი მდებარეობის გამო, საქართველოს ის-ტორიაში ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სტრატეგიული როლი. ხევის საშუალებით საქართველო უკავშირდე-ბოდა ჩრდილოეთით მცხოვრებ მეზობლებს. ამ გზის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტებია - ჯვრის უღელტეხილი და დარიალის კარიბჭე. ჯვრის უღელტეხილს მოხევეები ეძახიან ჯორთვაკეს (ჯვართ-ვაკეს ანუ ჯორს (ჯორი//ჯვარი). ხევის ტერიტორია მოიცავს, აგრეთვე, სნოს ხეობას, რომელსაც ლიტერატურაში ღუდუშაურის ხეობასაც უწოდებენ. თერგისა და სნოს ხეობებთან ერთად ყაზბეგის რაიონის ფარგლებში მოქცეულია თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) სა-თავეები და თრუსოს ხეობა - ისტორიული დვალეთის ერთი ნაწილი.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხევი ყაზბეგის რაიონში შედის. ჩრდილოეთიდან ხევს ჩრდილოეთ ოსეთი და ინგუშეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან - მთიულეთისა და გუდამაყრის ეთნოგრაფიული ერთეულები, აღმოსავლეთიდან - ხევსურეთი, დასავლეთიდან ხევს თერგისავე ხეობაში მდებარე მცირე ეთნოგრაფიული ერთეული, თრუსო ესაზღვრება, საიდანაც ისტო-რიულ დვალეთშია გადასასვლელი.
მთიულურ-გუდამაყრული დიალექტი. მთიულეთ-გუდამაყარი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მთიულეთი მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარია მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.
საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, მთიულეთი მდებარეობს ნაწილობრივ დუშეთის, ნაწილობრივ ყაზბეგის რაიონების ტერიტორიაზე.
გუდამაყარი მდებარეობს შავი არაგვის ხეობაში. შავ არაგვს ქმნის ორი მდინარე: ბოსლისა და ბურ-საჭილის არაგვი. შავი არაგვი ფასანაურთან უერთდება თეთრ არაგვს. გუდამაყარს ჩრდილოეთით ხევი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ხევსურეთი, აღმოსავ-ლეთით - ფშავი, დასავლეთით - მთიულეთი.
დღევანდელი მთიულეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რე-გიონი ორი დამოუკიდებელი მხარის - ხადისა და ცხავატის გაერთი-ანების შედეგადაა მიღებული. მთიულეთი ცნობილი იყო კოშკების სიმრავლით. მარტო ხადაში 60 კოშკი ყოფილა. "...გარდა სვანეთისა, ჩვენ არ ვიცით არც ერთი კუთხე, სადაც მცირე ტერიტორიაზე ასე ბევრი კოშკი იდგეს" (პ.ზაქარაია, 1962, გვ. 50).
მესხური კილოები:
"მესხეთი" ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლის) ძველი სახელწოდებაა. ტერმინით: "მესხური კილოები" მოვიაზრებთ ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეთნოგრაფიულ ჯგუფთა (თემთა) მეტყველებას (სამეცნიერო ლიტერატურაში "მესხური" ძირითადად გამოყენებულია ან საკუთრივ სამცხურის, ან სამცხურ-ჯავახურის აღსანიშნავად); შედარებით ვრცლად წარმოვადგენთ ტაოკლარჯულ კილოებს, რამდენადაც, ჯერ-ჯერობით, მათ შესახებ ინფორმაცია მწირია სამეცნიერო ლიტერა-ტურაში.
მესხეთის ტერიტორია მოიცავდა მდ. მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და მდ. ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც - მესხეთი. XVI საუკუნეში მესხეთი ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული - ახალციხის საფაშო შექმნეს. ისტორიული მესხეთის ნაწილი (სამცხე და ჯავახეთი) საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შედეგად, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად, ხოლო აჭარა - რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის (1878 წ.) გადაწყვეტილებით. ამჟამად თურქეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილია: ისტორიული ტაო, კლარჯეთი, შავშეთ-იმერხევი, ლივანა, მაჭახელა, ლაზეთი, ერუშეთი, კოლა, არტაანი...
მესხური კილოებიდან დღეს საქართველოს სახელმწიფოს საზ-ღვრებში მხოლოდ აჭარული, სამცხური და ჯავახურია, დანარჩენი კი თურქეთის საზღვრებშია.
აჭარული დიალექტი. აჭარული დიალექტი ერთ-ერთი მსხვილი დიალექტური ერთეულია. აჭარული მეტყველება გავრცელებულია შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქობულეთის რაიონებში, ნაწილობრივ, გურიის მხარეში.
აჭარას ჩრდილოეთით ესაზღვრება გურია, აღმოსავლეთით - სამცხე, სამხრეთით - თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, დასავ-ლეთით აკრავს შავი ზღვა. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.
აჭარული იყოფა ზემო და ქვემო აჭარულად: ზემოაჭარული მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის და, ნაწილობრივ, ხელვაჩაურის რაიონებს; ქვემოაჭარული - ხელვაჩაურსა და ქობულეთს.
სამცხური დიალექტი. ისტორიული სამცხე (ახლანდელი მესხეთი) მდებარეობს მტკვრის ხეობაში; მოიცავს ახალციხის, ადი-გენის და ასპინძის რაიონებს.
სამცხეს დასავლეთით ესაზღვრება აჭარა, აღმოსავლეთით - ჯავახეთი, სამხრეთით - საქართველოს ისტორიული კუთხეები: ერუშეთი და შავშეთი, ჩრდილოეთით - გურია და იმერეთი. სამცხის ნაწილი - ფოცხოვის ხეობა - დღეს თურქეთშია.
სპეციალისტთა უმრავლესობა (ნ.მარი, ივ.ჯავახიშვილი, ა.შანიძე, არნ.ჩიქობავა, ზ.ჭუმბურიძე...) თვლის, რომ სახელწოდება "სამცხე" მომდინარეობს სატომო სახელისაგან: "მესხი" სა-ე მაწარმოებლის დართვით, კერძოდ: მესხი > სა-მესხ-ე > სა-მსხ-ე (ე ხმოვნის ამოვარდ-ნით) > სამცხე (ს>ც პროცესის შედეგად).
სამცხური მეტყველება მეტად ახლოს დგას ჯავახურთან.
ჯავახური დიალექტი. ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ საზღვარზე. თანამედროვე ადმინისტრაციული დანაწილე-ბით ჯავახეთი მოიცავს მთლიანად ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებს, ნაწილობრივ - ასპინძის რაიონს.
ჯავახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრებია: აღმოსავ-ლეთით - ქართლი (წალკისა და დმანისის რაიონები), დასავლეთით - სამცხე (ასპინძის რაიონი), ჩრდილოეთით - ბორჯომის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთით - თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
იმერხეული (შავშური) დიალექტი. ისტორიული შავშეთის ხეობებს შორის ქართული ენა და ქართული ტოპონიმები ყველაზე უკეთ დაცულია ბერთისწყლის/შავშეთისწყლის შენაკადის - იმერხევისწყლის (ფაფართისწყლის) ხეობის სოფლებში: ივეთში, იფხრევლში, იმნიეთში, ქოქლიეთში, წყალსიმერში, ბზათაში, შოლტისხევში, წეთილეთში, აგარაში, ხოხლევში, მანატბაში, ზაქიეთში, თეთრაკეტში, ბაძგირეთში, ხევწვრილში, ზიოსში, უბეში, დაბაში, დასამობში, ჩაქველთაში, ჩიხორში, თეთრაკეთში, უსტამისში, სურევანში, დევიეთში, თეთრაკეთში, დიდმერეში, ლიო-ნეთში, დავლათში, ჩიხორში, შერთულში, ფარნუხში, მაჩხატეთში, ჯვარისხევში, ანდრიაწმინდაში და სხვ. ადრე, ტერმინი "იმერხევი" გეოგრაფიული ცნების აღმნიშვნელი იყო (გადაღმა ხევი), შემდეგ კი თურქეთის საზღვრებში მოქცეული ქართული კუთხის - შავშეთის - ერთი ნაწილის სახელად იქცა.
ვახუშტი შავშეთის შესახებ წერს: "ხოლო შავშეთის-წყალი გამოს-დის ერუშეთსა და შავშეთს შორისს არსიანის მთას. ეს დის პირველად აღ-მოსავლეთიდამ დასავლეთად, მერმე მოდრკების და დის აღმოსავლეთს _ სამBრეთს შუადამ ჩდილოთ-დასავლეთს შორის. ამას, ჭოროხის შესართავს ზეით, მოერთვის მდინარედ ჭილოვნის-Bევი, გამოსდის არსიანის მთას, მოდის ჩდილოდამ სამBრით გრეხით... და მზღვრის შავშეთს: აღმოსავლით მთა არსიანი, და გარდავლენან მას ზედა გზანი ერუშეთს, ფოცხვის-Bეობას და ზარზმა-ყელს; სამBრით მზღვრის კლდე, არტანუჯსა და შავშეთს შორისი, ვითარცა კედელი, რომელი ჩამოვალს არსიანის მთიდამ დასავლეთად, ვიდრე კნინღა ჭოროხამდე, და განვლის მას კლდესა შინა გზა, ვითარცა კარი და თAნიერ მისა არა არს გზა; დასავლით მთა შავშეთისა, შავშეთსა და ჭოროხს შორისი; ჩდილოთ მთა, არსიანიდამ ჩამოსული დასავლით ჭოროხ-ამდე. და არს ესე შავშეთი ტყიანი, გორა-მთიანი... (ვახუშტი, 1914, გვ.135-136).
იმერხევში დღემდეა შემორჩენილი ქართული ციხეები და ეკლე-სიების ნანგრევები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მხოლოდ იმერხევში, დიობანსა და უბეს შორის, სათავესთან (მთის სახელია) ახლოს დასტურდება ტოპონიმი ხანძთა (სადაც ეკლესიის ნანგრევე-ბიცაა); ხალხური გადმოცემით, აქ, ხანძთაში, ძველად არსებობდა "უნივერსიტეტი" (დღემდე ხანძთად ითვლება ისტორიული პორტას სამონასტრო კომპლექსი). იქაურ სოფლებსა და სხვა გეოგრაფიულ ადგილებს (მთებს, ხეობებს, ველებს...) ოფიციალურად შეუცვალეს ქართული სახელი და მათ ნაცვლად უწოდეს ოსმალური, თურქული და ქურთული სახელები. ამაზე ვახუშტიც აღნიშნავს: "...დასავლით არს და შიფაქლუს მთის იქით გურჯი ბოღჯის Bეობა ანუ საქართველოს-ყელისა, რამეთუ ოდეს დაიპყრეს ოსმალთა აზრუმ (დღევანდელი ერზუ-რუმი - ე.დ.), მიერ ჟამით უწოდეს სახელი ესე" (ვახუშტი, 1941, გვ. 141).
შავშეთ-იმერხევი, სხვა ისტორიულ ქართულ მხარეებთან ერთად, XVI საუკუნიდან თურქეთის ქვეშევრდომობაშია. ოთხ საუკუნეზე მეტია, იგი უცხო ენობრივ გარემოში იმყოფება. იმერხევში მცხოვრებ ქართველთა ერთი ნაწილი დღემდე ქართულად მეტყველებს. შავშეთში ძირითადად თურქულია გაბატონებული, შავშეთის სოფლების მიკროტოპონიმიაშიც მომრავლებულია თურქულენოვანი სახელები. სოფლის როგორც ძველი, ისე ახლანდელი (როგორც ქართული, ისე თურქული) სახელები სინონიმური ტოპონიმებია. იხ-მარება ორივე სახელი. თუმცა არის საშიშროება იმისა, რომ გარკ-ვეული დროის გასვლის შემდეგ ქართული სახელი გაქრეს. შავშეთ-იმერხევის სოფლებში ბევრი ქართული წარმომავლობის გვარსახელი დღემდე შემორჩა, თუმცა ოფიციალურად მოსახლეობას მიღებული აქვს თურქული გვარები. იციან წინაპრების გვარებიც. ეს გვარები ბოლოვდება -ძე, -შვილი, -იენთი, -ეთ, -ებ, -ოსან სუფიქსებით (ნ.ცეცხლაძე, 2002, გვ. 239-243).
იმერხეული მეტყველების ნიმუშები პირველად გამოაქვეყნა ნ.მარმა (1911 წ.); 1993 წელს უფრო სრულყოფილი მასალა გამო-სცა შ.ფუტკარაძემ. იმერხეველ ქართველთა უდიდესი ნაწილი დღემდე დედაენაზე თავისუფლად მეტყველებს (თუმცა ბავშვებს უკვე უჭირთ ქართულად მეტყველება). იმერხეული დიალექტი აჭა-რულსა და მაჭახლურს ჩამოჰგავს, მაგრამ სერიოზული სხვაობა შეინიშნება ფონეტიკაშიც (Ë ბგერა, პალატალიზებული ხმოვნები, დეზაფრიკატიზებული ძ...), მორფოლოგიაშიც (II სუბიექტური პირის ნიშნად ჰ-ს აქტიური გამოვლენა, მა-, წამა- ზმნისწინების, მა-ტოპონიმებელი -თი სუფიქსის აქტიური გამოყენება) და ლექსი-კაშიც (ღენჭი/ღარჭი - მოზრდილი ბიჭი, ბახალა - გოგო, ამეზღამ - ამაღამ, ~ტაქანი/იტაქანი - სტაქანი, ლახანა - კომბოსტო, კოდავი - კოდალა, კუმატა~/ყართოფი - კარტოფილი, ჯაჭკვი - ჯაჭვი...); შდრ., იმერხეველის დაკვირვება: "აჭარული და აქეური გურჯიჯა ერთმანეთ არ ეწყობა" (შ.ფუტკარაძე). იმერხეულ კილოში გამოიყოფა ზემო-იმერხეული და ქვემოიმერხეული კილოკავები.
ტაოური დიალექტი. ტაო ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა, რომელიც დღეს თურქეთის საზ-ღვრებში შედის. ტაო ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მიხედ-ვით იყოფოდა ორ ნაწილად და "ორსავე კერძოსა ტაოსა თავისი სახ-ელი ჰქონდა: ამიერტაო - ქვემო ტაო და იმიერტაო - ზემო ტაო. ამ-იერი და იმიერი ტაო ერთმანეთისაგან გამოიყოფოდა ოლთისისწყლის (დღევანდელი ოლთუ-ჩაი) ქვემო წელით და მისი შენაკადი ბარდუსის წყლით [დღევანდელი ბარდუს-ჩაი] (ი.ჯავახიშვილი).
ტაოს საზღვრების შესახებ ვახუშტი მოგვითხრობს: "არამედ ართ-ვინს ზეითი, იდამდე, ჭოროხის დასავლეთისა, თორთომის მთის აღმოსავ-ლეთით არს პარხალი ანუ ტაოსკარი, ანუ ტაო. და მზღვრის ამას: აღმოსავ-ლით ჭოროხის მდინარე; სამBრით თორთომიდამ ჩამოსული მთა იდამდე; დასავლით თორთომის მთა; ჩდილოთ ჭოროხი და ისპირის მთა. და არს ეს ტაო ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი ყოვლითა მოსავლითა, და მთის კერ-ძოთ, ვითარცა ჯავახეთი. არამედ არს მთიანი, გორიანი, ღელოვან-Bრამოვანი, ღრატოიანი, წყლიანი და იწრო. და არიან Bევთა დაბნები. კაც-ნიცა ეგრეთნივე. გარნა იდი და ნარუმაკი არიან, ვითარცა თრიალეთი ანუ ჯავახეთი ყოვლითურთ"... (ვახუშტი, 1941, გვ.138).
ტაო "Bევების" სიმრავლით გამოირჩეოდა. ტაოს ქვეყანა (მხარე) რვა "Bევს" მოიცავდა; კერძოდ, მათი სახელებია: კოლა, ბერ-დაცფორი, პარტიზაცფორი, ჭყატქი, ბუხა, ოქაღე, აზორდაცფორი და არსიაცფორი პარკალის მთებთან (დ.მუსხელიშვილი, 1980, გვ.160). ლოგიკურია მოსაზრება, რომ უძველესი ქართველური სახ-ელმწიფოს - დიაოხის/ტაოხის - სახელი ტაოს ფორმითაა შემორჩე-ნილი. შემდეგ ტაო კოლხეთის სამეფოში შედიოდა. ძვ. წ. IV-III საუ-კუნეებიდან იგი ძველი კოლხეთის მემკვიდრე ქუჯ-ფარნავაზის ქართლის ორგანული ნაწილია. ძვ. წ. II საუკუნეში ტაო სომხეთმა დაიპყრო; ახ. წ. I-II საუკუნეებიდან კი კვლავ ქართლის სამეფოშია; VIII-IX საუკუნეებში აქ ფართო სამონასტრო მშენებლობა მიმდი-ნარეობდა: აშენდა ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძე-გლები: ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი...
ტაოური კარგადაა შემონახული Ëევაის ხევში, პარხალთან ახ-ლოს მდებარე სამ სოფელში: ხევაიში (ხევეგში), ბალხსა და ქობაიში (ქვაბაგში); შ.ფუტკარაძის ცნობით, პარხალისწყლის ქართულად მოლაპარაკე სოფლებია, აგრეთვე: არჯევანი, არმენხევი, ახალთი, ბალხიბარი, ბერტახევი, ბოწმინდა, გოდGეკარი, გუდასხევი, დევთისა, დიდიღელე, დიდიხევი, დოლეკარი, ელიასხევი, ვანისხევი, ვაჩეკარი, ვეჯანკეთი, იეთი, იმტკორი, კილიონი, კლდეკარი, კონწოლი, კრევ-ლათი, კუეპრეთი/კუპრეთი, მახატეთი, ნავანევი, ნიკლოვი, ობლეკარი, ოღდემი, სარიგოლი, საფარანტე, სოროხევი, უტავი, ფა-რისხევი, ფიქალთი, ფიჩხეთი, ქისორეთი, ქონობანი, ქორიეთი, ცი-რეკარი, წვევიბარი, ჭედლიან კარი, ჭილათი, ხევმუდი, ხუცეკარი... ოლთისისწყლის ხეობის ქართული სოფლებია; ავწალა, ანზავი, ბანა, იშხანი, კარნავაზი, კიახი, კოსორი, ოლორი, ორთისი, სოლომონისი, ფანასკერტი... თორთომისწყლის ხეობაშია: ოშკი, ხახული; ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზეა: ბინათი, გუმფალი, კოწახური, დორთქილისა, უშხუმი, ქორთა, ხოთი, ხომხალი.
ტაოური ქართული საგრძნობლად განსხვავდება სხვა მესხური კილოებისგან; ტაოური კილოს გაგება რთულია საგანგებო შესწავ-ლის გარეშე. ფონეტიკურ მოვლენათაგან აღსანიშნავია: ხმოვან პრეფიქსთა ჰარმონიზაცია და ო-ს პალატალიზება (შემოვიარეთ . შიმივიარეთ, წამოვა > წèმèვა, შემოვიდა > შომოვიდა > შèმèვიდა), Ë ბგერის არსებობა და სხვ. მორფოლოგიური მოვლენებიდან აღ-სანიშნავია: შა- ზმნისწინი (მაწონ შააყენებ), ზოგ სახელურ სემანტი-კურ ჯგუფთან ებ- მრავლობითობის ნაცვლად ნარ- სუფიქსის გამო-ყენება (გზევნარი "გზები", Ëევნარი "ხევები", ხევნარი "ხეები", კაპ-ნარი "კაპნები", კარნალი "კარები", თევნარი "მთები"), გაუხარდათ ფორმის ნაცვლად დასტურდება: გუუხარნეს, III სუბიექტური პირის ნიშნად ზოგჯერ ა-ს გამოყენება ს-ს ნაცვლად: გვაქვა "გვაქვს", მაქვა "მაქვს"; ძველი ქართულის მსგავსად ა-ს გამოყენება -ში-ს ნაცვლად "მოსკოვა ჩაველ", დასტურდება კითხვითი ნაწილაკი ა ("რამდენი ღარჭი გყავსა?")... ლექსიკაშიც არსებითია სხვაობა: ხვარათი "საუბარი", იარენობა "ძველი ამბების გახსენება" (აქ სიტყვა "ლა-პარაკი" საერთოდ არ იციან), ღენჭი "ბიჭი, გოგო 10 წლამდე", ბგანო "გოგო 10 წლის შემდეგ", დედეკაცი "გათხოვილი", ქართოლი "კარ-ტოფილი", აგარა "იაილები", ჭანი "ლაზი", ფხიკია "ფრთხალი", დაზგნა "ანთება", ტიკი "გუდა-სტვირი", გუმუუღებთ "დავი-ბრუნებთ", ჩაზავდება "ჩაცვივდება", ვედ- ფუძის ნაცვლად ზოგჯერ ვლინდება ვენ- (წევნეთ "წევდეთ"), ტრინკი "ფეხი", ძგა "გზა", თავშხამ "თავაღმა", პოპოჭიკი "ჩლიქი", ისკამი "სკამი", კედი "ძაფი", კოწიწი (მწვანე დიდი ხვლიკი), ხულუი (პატარა ხვლიკი), სლიკვი (უფრო პატარა ხვლიკი), ყური მიყარე "ყური დაუგდე", მუცელი მენთება "მუცელი მტკივა" და სხვ.
მაჭახლური დიალექტი. მაჭახელი/მიჭიხიანი ისტორიული ქარ-თული თემია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდინარე მაჭახე-ლას და მისი შენაკადების: მინდიეთის წყლისა და ეფრატის ღელის ხეობებში (მდინარე მაჭახელა სოფელ მაჭახლისპირთან უერთდება ჭოროხს). თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მაჭახელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართ-ველოს, პირველ რიგში, ჭოროხის ხეობის მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მაჭახელას ხეობის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული უძველეს ქართულ ხელნაწერ დოკუმენტში, რომელიც ცნობილია "მაჭახლის ხეობის სულთა მატი-ანის" სახელწოდებით. მასში აღნიშნულია მაშინდელი გვარსახ-ელები, ადგილის სახელები, ტოპონიმები. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალებმა დაიპყრეს მთელი სამცხე-საათაბაგო. ამავე პერიოდიდან ლაზეთთან ერთად აჭარა-მაჭახელი ჩამოაცილეს საქართველოს; მიტაცებული ტერიტორიები სანჯაყებად (ოლქებად) დაყვეს. თავდაპირველად ცალკე სანჯაყს წარმოადგენდა მაჭახელი, რომელიც ჩილდირის (ახალციხის) ვილაიეთში შედიოდა. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ მაჭახლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში გადაიხვეწა: მუჰაჯირობა განაპირობა მეფის რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილმა მძიმე პირობებმა (საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთი სომხებს უფრო ენდობოდა; ამავე დროს, სულთნის თურქეთს იაფი მუშახელი ესაჭიროებოდა). დღეს ზემო მაჭახელი თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემადგენლობაშია, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონში შედის: ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა, სკურდიდი, აჭარისაღმართი, ქედქედი, სინდიეთი, ჭანივრი, გორ-გაძეთი, საფუტკრეთი და სხვ. თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებ-შია: ხერთვისი (აქ ერთმანეთს ერთვის მინდიეთისა და ეფრატის ღელეები), მინდიეთი, აკრია, ქვაბისთავი, ზედვაკე, ეფრატი.
თურქულის ინტენსიური გავლენის მიუხედავად, ზემო მაჭახელ-შიც დღესაც მშვენიერი ქართულით (მაჭახლური დიალექტით) ლა-პარაკობენ; მაჭახლურ კილოს ორი კილოკავი აქვს: ზემომაჭახლური და ქვემომაჭახლური; დიალექტური მახასიათებლები უფრო მკა-ფიოდ ჩანს ზემომაჭახლურში. მაჭახლურის თავისებურებათაგან აღსანიშნავია: რ სონორის დაკარგვა, შა- ზმნისწინის აქტიური გამო-ჩენა ("უღელი შაადგის ქედზე"; შ.ფუტკარაძე), წა > წო პროცესი (წოველით, წოვდა...), არქაული ხოლმეობითის მსგავსი ფორმების (ითიბვის, იყიდვის, დეირგვის, ვკლიდით, ვასხმიდით...) პოვნიერება; ამ კილოში -არ სუფიქსი წარმომავლობას აწარმოებს ძველი ქართუ-ლისა და ზანურის მსგავსად (ჩხუტუნ-არ-ი: ჩხუტუნეთელი); არაიშ-ვიათად, თავისებურია ლექსიკაც: მიწახაპა~ "კარტოფილი", წან-წალაკი "საცალფეხო ხიდი", დედლუცა "პატარა დედალი", დაწონ-დება "მოეწონება" და სხვ.
ლივანური დიალექტი. ისტორიული ლივანა მდებარეობდა ფეო-დალური ხანის სამხრეთ საქართველოში, მდ.ჭოროხის ქვემო დინე-ბაში. ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: ლიგანი, ნიგალი. პირველად იხსენიება XI საუკუნეში (ნიგალი). ვახუშტის მიხედვით, მოიცავდა მდ. ჭოროხის ხეობის ქვედა წელის ორივე მხარეს ართვინის სანახებითურთ: "და ამ ართვანის (< არდ-ოვანი - ტ.ფ.) სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის Bეობის იმიერი და ამიერი იწოდების ლიგანის Bეობად. და არს ეს ლი-განის Bეობა თAნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით...” (ვახუშტი, 1941, გვ.136). შემდგომში ლივანად მოიაზრებოდა მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია.
1549 წელს ლივანა ოსმალებმა დაიკავეს. რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შე-მადგენლობაში შევიდა. ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილს ფლობს საქართველო, დიდი ნაწილი კი, თურქეთის საზღვრებში რჩება. ქართული ენის ლივანური კილოზე მოლაპარაკე ქართველო-ბის სოფლებია: ხელვაჩაურის რაიონში: მირვეთი, კირნათი, მა-რადიდი; მურღულის რაიონში: აგარა, ადუჩა, არხვა, ბაგა, ბაშქოი, ბუჯური, გევლი, გოგლიეთი, გურბუნი, დიალეთი, დურჩა, ერეგუნა, ისკები, კაბარჯეთი, კასიმეთი, კორიდსეთი, ლომეკეთი, ოზმალი, ტრაპენი, ფოროსეთი, ქამილეთი, ქვამჩირეთი, ქობეკეთი, ქორ-თუკეთი, ქურა, ყავრიეთი, ჩხალეთი, ძანცული, წყალყა, ჭილავრი, ხახური, ხორსოლი, ჯუანი... ბორჩხის რაიონში: აგარა, ავანა, არჰავეთი, ახალდაბა, ბაგენი, ბანაკნა, ბეღლევანი, ბეშავლი, დამ-ფალი, დევსქელი, ებრიკა, ვაზრია, ვალაშენი, ვინტავლი, ზედუბანი, ზელიეთი, თხილაზორი, კატაფხია, კვარჩხანი, კინცხურეთი, კირსა, ზედა მარადიდი, მურკივეთი, ნიგია, ომანა, ორჯი, ოფუჯა, ოხორჯი, პეტრული, საბავრი, უზრუმა, უკარნერე, ქართლა, კლასკური, ღვია, შუახევი, ჩარბიეთი, ჭინკური, ხება, ხინწკანა... ართვინის რაიონში: არდოლა, ბერთა, გვერდაბაღები, დოლისყანა, ერთა ხიდი, თოლგომი, ისკება, კაპარი, კორძული, ლომაშენი, მამაწმინდა, მოხობანი, ნეძვი, ოპიზა, სინკოთი, უსტამისი, ფერასხევი, შურმახი, ჩიდილა, ჩხაკათი, წეფთა, წყალოქრო, ხაიფეთი, ჯმერკი... (შ.ფუტკარაძე). ზოგადი დაკ-ვირვებით, ლივანურში გამოიყოფა; მარადიდული, მურღულური და ბორჩხული კილოკავები. ლივანურში Ë ნაკლებად ჩანს, სხვა მესხური კილოებისგან განსხვავებით შეზღუდულია აგრეთვე ეე > იე პროცესი; ლაზურის მსგავსად, ლივანურშიც გააქტიურებულია ერგატივის როლი ("მან ჩანს", "გოგომ აკეთეფს საჭმელ"), რიგ შემთხვევაში თავისებურია ზმნური პარადიგმა, აქტიურია II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშნები, ზანურისა და ძვ. ქართულის ნორმის მსგავსად, გვ- პირის ნიშნის ნაცვლად გამოიყენება მ- (ჩვენ მაქვან; არნ.ჩიქობავა), -ნენ/-ენ მრავლობითის სუფიქსის ნაცვლად გამოი-ყენება -ეს (ბიჭები ციხიდან გამოვიდეს; შ.ფუტკარაძე), შემონახ-ულია არქაული ქართულისთვის დამახასიათებელი კითხვითი ნაწილაკი ა და სხვ.
რაჭული კილოები:
რაჭა დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდე-ბარეობს და შემოზღუდულია მთებით. ასეთი მდებარეობის გამო, მას ყოფენ ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭა ძირითადად მოიცავს ონისა და, ნაწილობრივ, ამბროლაურის რაიონებს, ქვემო რაჭა კი - ამ-ბროლაურის რაიონს (ლიხეთის ხეობის გამოკლებით); გამოყოფენ აგრეთვე მთის რაჭას, რომელიც ზემო რაჭის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და, ისტორიული წყაროების მიხედვით, მთიულეთი ეწოდებოდა (ამ კუთხის რაჭველები დღესაც თავიანთ თავს "მთიულებს" ეძახიან). სამეცნიერო ლიტერატურაში ეს სახელი არ იხმარება იმის გამო, რომ არ მოხდეს აღრევა აღმოსავლეთ საქართველოს მთიულეთთან (დუშეთის რაიონი). სახელები: მთის რაჭა, მთარაჭა რამდენადმე პირობითია. ტერმინი "მთის რაჭა" ხალხურია და სამეცნიერო ლიტერატურაში ს.მაკალათიას ამავე სახ-ელწოდების ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ დამკვიდრდა.
ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი (მამისონის უღელტეხ-ილით უკავშირდება), აღმოსავლეთით - ცხინვალის მხარე (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ანუ შიდა ქართლი), ჩრდილო-აღმოსავლეთით - ქვემო სვანეთი, დასავლეთით - ლეჩხუმი, სამხრეთით -იმერეთი.
მთის რაჭა მდებარეობს მდ.რიონის სათავესა და გლოლის ანუ ჭანჭახის წყალს შორის. აერთიანებს ღებისა და გლოლის თემს და შედგება სამი სოფლისაგან: ღები, ჭიორა და გლოლა. მთის რაჭის სოფლები ვახუშტის თავის გეოგრაფიაში მოხსენიებული აქვს რო-გორც "კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი სოფლები”.
ხშირად რაჭა ლეჩხუმთან ერთად (რაჭა-ლეჩხუმი) მოიაზრება, რასაც ისტორიული საფუძველი აქვს, კერძოდ, ეს ორი კუთხე ერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონს, თაკვერს წარმოადგენდა. მოგვიანებით თაკვერს რაჭა გამოეყო და "თაკვერის" სახელწოდებით მხოლოდ ლეჩხუმი აღინიშნებოდა (რ.თოფჩიშვილი, 2002, გვ.71).
რაჭულში რამდენიმე კილოკავს გამოყოფენ; შ.ძიძიგური სამ კილოკავს ასახელებს: ქვემორაჭული, ზემორაჭული და მთა-რაჭული; ვ.თოფურია რაჭულში ოთხ ერთეულს გამოყოფს: რივ-ნისთაური _ ღები-ჭიორას მეტყველება, გლოლური, ზემორაჭული და ქვემორაჭული. ენობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლებელია რაჭული მეტყველება უფრო ორ დიალექტად დავყოთ: მთარაჭულად და ბარისრაჭულად.
ჰერული კილოები:
ისტორიული ჰერეთი (დღევანდელი საინგილო) ამჟამად აზერ-ბაიჯანის რესპუბლიკაშია მოქცეული და მოიცავს კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებს.
დღევანდელ საინგილოს დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კახეთი ესაზღვრება, სამხრეთით - მდ. აგრი-ჩაი, აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთაგრეხილი.
IV-V საუკუნეებში ჰერეთი საქართველოს ერთ-ერთ საე-რისთავოს წარმოადგენდა, ხოლო XI საუკუნიდან კახეთის სამე-ფოშია. XV საუკუნიდან სახელწოდება "ჰერეთი” საისტორიო წყაროებში თანდათან გაქრა, იგი კახეთის ორგანულ ნაწილად იქცა. XVII-XVIII საუკუნეებში ჰერეთი არაერთგზის აოხრდა ლეკთა თარეშისა და შაჰ-აბასის ლაშქრობების შედეგად. შემდეგ კი რუსეთ-თურქეთის დავის საგანს წარმოადგენდა. 1921 წლიდან ს.ორჯონიკიძის "დამსახურებით" საინგილო აზერბაიჯანის საზ-ღვრებში მოექცა.
საინგილოში ქართველებთან ერთად ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების ხალხი: წახურელები, ხუნძები, აზერბაიჯანელები, რუსე-ბი, სომხები. ბუნებრივია, აღნიშნულ ენებთან ურთიერთობამ ქარ-თულ მეტყველებას თავისებური დაღი დაასვა. გავლენა იგრძნობა ყველა დონეზე: ფონემატურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ, ლექსი-კურ სისტემებში.
ინგილოთა მეტყველება განიყოფა ორ კილოდ: ალიაბათურად და კაკურად (ამ კილოებზე მოლაპარაკეთ ხშირად ურთიერთგაგე-ბინებაც კი უჭირთ); ჰერულ დიალექტებზე მეტყველებენ 12 სოფელში; აქედან, კაკურად - კახის რაიონის 7 სოფელში (კახ-ინგილო ანუ კაკი, ალათემური, მეშაბაში, ალიბეგლო, ქოთუქლო, თასმალო, ზაგამი), ალიაბათურად - ზაქათალის რაიონის 3 სოფელში (ალიაბათი, მოსული, ენგიანი) და ბელაქნის რაიონის ერთ სოფელში (ითითალა); თერთმეტივე სოფელი აზერბაიჯანშია. ინ-გილოთა ერთი სოფელი - სამთაწყარო - დედოფლისწყაროს რაიონ-შია.
ტერიტორიულად ქართული სოფლები ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულია, რაც უთუოდ განაპირობებს მათ შორის ქართული მეტყველების საგრძნობ განსხვავებას (გრ. იმნაიშვილი). "ერთიანი (საყრდენი) ეროვნული ენისგან თითქმის სრულმა მოწყვეტამ, სარწმუნოებრივმა სხვაობამ, სხვაენოვანი მოსახლეობის მოძალეობამ შედეგად ის იქონია, რომ არც ერთ სხვა ქართულ კილოს არ ახ-ასიათებს კილოკავებად, თქმებად, ქცევებად ისეთი მრავალფეროვანი და მკვეთრი დანაწილება, როგორც ინგილოურს” (ბ.ჯორბენაძე).
ზანური კილოები:
ზანურ დიალექტთა ჯგუფში გაერთიანებულია ორი კილო: მე-გრული და ჭანური. სპეციალურ ლიტერატურაში მეგრული და ჭანური კვალიფიცირებულია ენებადაც (ნ. მარი, ი. ყიფშიძე, გ. კარ-ტოზია, ა. ონიანი...), ზანური ენის კილოებადაც (არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია...) და ქართველურ სამწიგნობრო ენასთან მიმართებით - ქართველურ კილოებადაც (გიულდენშტედტი, ნ.მარი, ს.ხუნდაძე, ტ.ფუტკარაძე, თ.გვანცელაძე...). მეგრულ-ჭანურის აღსანიშნავად ზანურის პარალელურად გამოიყენება "კოლხური" (გ. როზენი, კ. დანელია...); სავარაუდოა, რომ ძველი კოლხეთი მოიცავდა საერთო-ქართველური ენის მთელ ველს - ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიას, შესაბამისად, მეგრულ-ჭანური კილოების აღსანიშ-ნავად უფრო გამოსადეგია ტერმინი: ზანური.
მეგრული დიალექტი. მეგრულს უჭირავს ვრცელი ტერიტორია: ოდიშის ზეგანი და თითქმის მთელი კოლხეთის დაბლობი - შავი ზღვიდან სვანეთის მთებამდის და ცხენისწყალ-რიონიდან მდ. ღალ-იძგამდის (არნ. ჩიქობავა, 1937, გვ. 4-5).
მეგრული დიალექტი გავრცელებულია: ფოთის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, წალენჯიხის რაიონებში.
მეგრული მეტყველება უფრო დიდ ტერიტორიაზე იყო გავრ-ცელებული, ვიდრე დღეს. ამას ცხადყოფს ტოპონიმები; ივ.ჯავახიშვილი წერს: "...იმ ადგილას, სადაც ახლა გურულები და იმერლები ცხოვრობენ, წინათ მეგრულად მოსაუბრე ტომი უნდა სახლებულიყო. ბევრი სოფლისა და მდინარის სახელების მნიშვნელობის ახსნა მხოლოდ მეგრულის საშუალებით შეიძლება, ან არა და მათ ცხადი მეგრული დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგ., მთა ჯიხანჯირი (ჯიხა - ციხე), ჯუმათი, ჭყონგვარი (ჭყონი - მუხა), მდ. ოჩხამური (ო-ჩხამური, ჩხომი - თევზი), ოჭილაური (ო+ჭილაური - სა-ჭილაო), ჭყვიში, ჭყვიაშაური, ჭანიეთი, მდ. გობაზოული, მდ. კინ-ტრიში, ონჭიკუთი, ონჯოხეთი, სოფ. ოცანა გურიაში და სხვ. ამგვარი სახელების დარქმევა მთებისა და მდინარეებისათვის მხოლოდ მე-გრელ-ლაზების ტომებს შეეძლო. მაშასადამე, ძირითადი და თავდაპირველი მოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყო-ფილიყო" (ივ. ჯავახიშვილი, 1913, გვ.56). მეგრული წარმომავლო-ბისაა ტოპონიმები: ოკრიბა, ცხენიში, წყალტუბო, ჭყვიში, ჯიხაიში... ჩანს, სამწიგნობრო ენის გავლენით, რეგიონში მეგრული მეტყველება შეიზღუდა.
ისტორიულად სამეგრელოში შედიოდა სამურზაყანო (დღევან-დელი ადმინისტრაციული დაყოფით, გალის რაიონი და ოჩამჩირის რაიონის დიდი ნაწილი), რომელიც ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარეობს. სახელწოდება უკავშირდება მურზაყან შერვაშიძის სახელს, რომელმაც XVIII საუკუნის დასაწყისში (1705 წ.) მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული ტერიტორია. სამურზაყანო რომ სამეგრელოს ორგანული ნაწილი იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ სამურზაყანოს ყველა ტოპონიმი, რომელიც დამოწმებულია შუა საუკუნეების ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებსა და რუკებზე და რომელთა ეტიმოლოგიაც, შესაძლებელია, არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველური (ძირითადად მეგრული)" (პ. ცხადაია, 2002, გვ.29).
აღმოსავლეთით სამეგრელოს ესაზღვრება იმერეთი, სამხრეთით - გურია, ჩრდილო-დასავლეთით - აფხაზეთი, დასავლეთით - შავი ზღვა.
მეგრულის კილოკავური დიფერენციაცია ი.ყიფშიძის სახელს უკავშირდება და დღემდე უცვლელი რჩება. გამოიყოფა ორი კილო-კავი: სენაკური (დასავლურ-მეგრული მეტყველება) და ზუგდიდურ-სამურზაყანოული (აღმოსავლური მეტყველება) (ი. ყიფშიძე, 1914, გვ. XVIII).
ჭანური (ლაზური) დიალექტი. ლაზეთ-ჭანეთი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშია. ადრეულ ხანაში (III-VI სს.) მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს - აღმოსავლეთ პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთებს, მდ. ჭოროხის ზემო წელის აუზს (ახლანდელი თურქეთი, ბაიბურთისა და ისპირის მაზრების ტერიტორია). VI საუკუნის I ნახევარში ჭანეთი ბიზანტიამ დაიპყრო; საქართველოს მთლიანობის აღდგენის შემდეგ მისი დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია; ვარაუდობენ, რომ ბაგრატიონები - საქართველოს მეფენი, ლაზეთ-კლარჯეთიდან იყვნენ. XIII-XIV საუ-კუნეებში ლაზეთის ნაწილი საქართველოს ხელშეწყობით წარ-მოქმნილ ტრაპიზონის იმპერიაშია. XIV საუკუნეშივე ჭანეთის აღ-მოსავლეთი ნაწილი სამცხის სამთავროს შემადგენლობაშია. 1461 წელს, თურქეთ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის იმპერიის განადგურე-ბის შემდეგ, ჭანეთი მათი ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა; მხოლოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. დღეს საქართველოს შემადგენლობაში არის ერთადერთი სოფელი სარფი, სადაც ლაზები ცხოვრობენ.
რთული ისტორიული ბედის შედგია ის რომ, დღემდე ლაზებს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ და კულტურულ ველში უხდებათ ცხოვრება. შესაბამისად, ლაზებში განსხვავებულია საკუთარი წარ-სულის ცოდნის ხარისხიც, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ეროვნულ-ენობრივი თვითაღქმის ფაქტორებზე; კერძოდ: ლაზთა ერთი ნაწილი (ძირითადად, სარფისა და გონიო-ახალსოფლის მკვიდრნი) არ მოწყვეტილა ქართველურ კულტურულ-სახელმწიფოებრივ ველს; შესაბამისად, მათ იციან, რომ მეგრელთა, კახელთა, მესხთა, ფხოველთა... მსგავსად, ისინიც არიან ერთიანი ქართველური კულტურისა და საერთოქართველურ ენაზე და-ფუძნებული მწიგნობრობის ავტორები; მათთვის კარგადაა ცნო-ბილი, რომ საქართველოს მეფეების დიდი ნაწილის გარდა, ლაზურ- მეგრული წარმოშობისანი იყვნენ ქართველური კულტურის შემქმნელები: იოვანე ლაზი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე, იო-ანე პეტრიწი, იოვანე მარუშისძე, ჭყონდიდლები... დადიანები, ჩიქოვანები, გამსახურდიები და მრავალი სხვა; ისინი დიდ პატივს სცემენ თამარ მეფეს, რომელიც ლაზთა ფოლკლორში (მსგავსად იმერხეველთა, ტაოელთა, სვანთა, ჰერთა, კახთა...) გამორჩეულადაა წარმოდგენილი. ლაზთა მეორე ნაწილი აღიზარდა თურქეთის ცენ-ტრალურ რეგიონებში. მას დავიწყებული აქვს თავისი დედაქარ-თულიც, მშობლიური კილოც და, თურქული განათლების სისტემის შესაბამისად, თავს თურქად მიიჩნევს. თურქეთსა და ევროპაში მოღ-ვაწე ლაზთა მესამე ნაწილისათვის უცნობია (ბუნებრივია, არა ყველასათვის!) საერთოქართველური კულტურის ქმნადობის პროც-ესში ლაზ-მეგრელთა მონაწილეობა, მაგრამ მათ იციან, რომ ლაზები ენობრივ-ეთნიკურად არსებითად განსხვავდებიან თურქებისაგან, ლაზთა ეს ჯგუფი საკუთარი კუთხური მეტყველების (ლაზური დიალექტის) ბაზაზე ცდილობს ახლა შექმნას სამწიგნობრო ენა და "გადაარჩინოს" თავისთავადობა.
საბჭოთა პერიოდში იჩქმალებოდა ქართველი ერის ნამდვილი ისტორია; ევროამერიკულ სივრცეშიც საბჭოური სტერეოტიპები ვრცელდებოდა; შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილი დღემდე მოკლებულია ობიექტურ ინფორმაციას ლაზთა, მეგრელთა, აჭარელთა, მესხთა, ჰერთა თუ სხვა ქართველთა ისტორიის შესახებ. სწორედ მეცნიერულად არგუმენტურებული ცოდნის ნაკლულობის შედეგია ის, რომ ზოგი ევროპული ფონდი ცდილობს სულ მცირე 15 საუკუნის წინ უნიკალური ქართული ან-ბანის შემქმნელ ქართველთა ერთ ნაწილს XX-XXI საუკუნეთა მი-ჯნაზე "შეუქმნას" ანბანი და დამწერლობა.
მეგრული და ჭანური დღეს ერთმანეთს მოწყვეტილია, მაგრამ საუკუნეების წინ მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო. დღეს ჭანურს, მეგრულისაგან განსხვავებით, ძლიერი დიალექტური დიფერენციცია ახასიათებს (მათ შორის ხშირად გაგებინება ჭირს), რაც სამწიგნობრო ქართულისგან იზოლაციითა და უცხო ენობრივ გარემოში არსებობით აიხსნება. ჭანურის კილოკავებია: ათინური, ვიწურ-არქაბული და ხოფური. ათინურში გამოიყოფა ბულეფურ-ართაშენული, ხოფურში - ჩხალური, ხოლო ვიწურ-არქაბულში - ვი-წური და არქაბული თქმები .
სვანური კილოები:
სვანეთი მდებარებს დასავლეთ საქართველოში კავკასიონის კალთებზე და გარშემორტყმულია რაჭის, ლეჩხუმ-სამეგრელოსა და აფხაზეთის ქედებით. იგი იყოფა ზემო სვანეთად (მესტიის რაიონი) და ქვემო სვანეთად (ლენტეხის რაიონი). ზემო სვანეთში მიედინება ენგური, ხოლო ქვემო სვანეთში - ცხენისწყალი. ცალკე გამოიყოფა კოდორის (დალის) ხეობის სვანეთი, რომელიც აფხაზეთში, გულრიფშის რაიონშია.
სვანეთს აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით - ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით - აფხაზეთი (დასავლეთი ნაწილი), ჩრდილოეთით - ყარაჩაი და ბალყარეთი.
სვანები პირველად მოიხსენიება სტრაბონთან.
სვანეთი თემებად იყოფოდა. ზემო სვანეთის შვიდი სა-ზოგადოება (უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი, ლა-ტალი) შეადგენდა თავისუფალ სვანეთს, ხოლო ექვსი თემი (ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ჩუბეხევი და ლახმულა) - სადადეშქელიანო სვანეთს (მფლობელი: დადეშქელიანი). ქვემო სვანეთის შე-მადგენლობაში შემავალი სამი საზოგადოება (ლაშხეთი, ჩოლური და ლენტეხი) სამეგრელოს მთავრების მფლობელობაში შედიოდა და ერქვა სადადიანო სვანეთი.
სვანური კილოებისა და კილოკავებ-თქმების გამოყოფა ნ.მარის სახელთანაა დაკავშირებული; მანვე დაადგინა ძირითადი საკლასი-ფიკაციო ნიშნები (ხმოვნის სიგრძე, უმლაუტი, სხვაობა ბრუნებასა და უღლებაში, ლექსიკური თავისებურებანი); კერძოდ, ზემო სვანეთში გამოიყოფა: ბალსზემოური და ბალსქვემოური, ქვემო სვანეთში - ლაშხური და ლენტეხური; ზოგი მკვლევარი ცალკე კილოდ გამოყოფს ჩოლურულს. ბალსზემოური და ბალსქვემოური დარქმეულია ლატალსა და ბეჩოს შუა მდებარე ბალის გადასასვლელი ქედის მიხედვით.
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ მცხოვრებ ქართველთა მეტყველებანი:
ფერეიდნული დიალექტი. ფერეიდანი ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც XVII საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახ-ელი) ჩაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, შუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანი)... ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველო-ბამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარი, ფარსი...) ქართული მეტყ-ველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვადასხვა ტომებში. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 12-14 ათასს შეადგენს.
ფერეიდნული კილო წარმოიქმნა კახურისგან: სამნახევარი საუ-კუნის წინ შუა სპარსეთში (ირანში) გადასახლებული კახელების ქართული მეტყველება იზოლირებულად განვითარებისა და სპარ-სულის გავლენის გამო ახალ ქართულ კილოდ ჩამოყალიბდა.
არნ. ჩიქობავა: "ქართული ენა ერთადერთი ძაფია, რომელიც ფერეიდანის ქართველობას აკავშირებს ქართულ სულიერ სამყარო-სთან; გადაგვარებას ვერ ასცდება იგი, თუ მას არ შეენახა ეს კავშირი... მალე დაეკარგება მას შეგნება, რომ ის "გურჯია", როგორც კი გამოესალმება ამ შეგნების ბურჯს, ენას; ვერ უშველის ამ მხრივ ვერც ქართული ურემი, ვერც ტიპიური ბანიანი სახლი და სხვა ნაშთი ქართველურ კულტურულ სახეობისა, რომელიც მას დღემდე შერჩე-ნია".
ყიზლარ-მოზდოკური და პლასტუნკური. ყიზლარ-მოზდოკ-ურისა და პლასტუნკურის სახელით ცნობილია იმ ქართველთა მეტყ-ველება, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში ქალაქ მოზ-დოკში, ყიზლარის ოლქის ორ სოფელში: სასოფლოში (ალექსან-დრო-ნევსკაია), სარაფანში (შელკოვსკაია) და სოჭის მახლობლად - პლასტუნკაში.
ყიზლარსა და მოზდოკში ქართველები დასახლებულან 200 წლის წინ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან (ხევი, კახეთი, ქართლი, იმერეთი...). გადასახლების ძირითადი მიზეზი უნდა ყოფილიყო ლეკთა გამანადგურებელი თარეში. ბევრიც შამილის წინააღმდეგ ომის მონაწილე ყოფილა და შემდეგ იქ დამკვიდრებულა.
ისტორიული წყაროების ჩვენებით, პირველად ყიზლარში ქარ-თული ახალშენი დააარსა რუსეთს მიმავალი ქართლის მეფის ვახ-ტანგ მეექვსის ამალის ერთმა ნაწილმა 1724 წელს. XIX საუკუნეში ქართველთა რაოდენობა აქ თანდათან გაიზარდა (ამას ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობებიც). დღეს ყიზლარ-მოზდოკში ქართველობა მცირეა; რუსებთან ასიმილაციის გამო, ქართული ენა და ტრადიციები ძირითადად მოხუცებს ახსოვთ.
ყიზლარ-მოზდოკური და პლასტუნკური ქართულნარევ სამეტყ-ველო ერთეულს წარმოადგენს: რუსულის გავლენით ქართული მეტყველება საგრძნობლად არის შეცვლილი.
"ჩვენებურების" მეტყველება. "ჩვენებურების ქართულით” აღინიშნება თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების - მუჰაჯირთა შთამომავლების - მეტყველება ("მუჰაჯირი” არაბული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ემიგრანტს, გადახვეწილს). მუჰაჯირი ქართველები თავისიანებს ანუ იქაურ ქართველებს "ჩვენებურებს” ეძახიან.
იძულებით გადაადგილებული ქართველების შთამომავლები დღეს ცხოვრობენ: ფაცაში, ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერის მიდამოებში. მათ კარგად აქვთ შენარჩუ-ნებული როგორც ქართული თვითობა (იდენტობა), ასევე ქართული ენა. ნ.მარის შემდეგ პირველად "ჩვენებურების ქართულის" მრავალი გამორჩეული ნიმუში ჩაიწერა, ვრცლად გამოიკვლია და გამოაქვეყნა პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ.
ლიტერატურა
მ. ალავიძე, ლეჩხუმურის თავისებურებანი: ქუთაისის პედადოგიური ინსტიტუტის შრომები, II, ქუთაისი, 1941.
გრ. ბერიძე, ჯავახური კილო, თბ.,1988.
ი.გიგინეიშვილი, ვ.თოფურია, ი.ქავთარაძე, ქართული დიალექტო-ლოგია, თბ., 1961.
ი.გივიაშვილი, ი.კოპლატაძე, ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004.
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ.ლომოურისა და ნ.ბერძენიშვილის რედაქციით, თბ.,1941.
ვ. თოფურია, მთარაჭულის დახასიათებისათვის: ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, II, თბ.,1961.
ვ. თოფურია, შრომები, ტ. II, თბ., 2002.
ვ. თოფურია, მ. ქალდანი, სვანური ლექსიკონი, თბ., 2000.
გრ. იმნაიშვილი, ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებუ-რებანი, თბ.,1966.
გრ. იმნაიშვილი, ქართლური დიალექტი, I, გამოკვლევა, თბ.,1975.
პ.ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1956.
ნ.კახიძე, მაჭახლის ხეობის ისტორიული წარსულიდან: ჟურნ. ხერთ-ვისი, 2005, # 1.
კ. კუბლაშვილი, ქვემოიმერული დიალექტი, თბ.,1985.
ა. მარტიროსოვი, ჯავახური დიალექტი, თბ.,1984.
მ. მაჭავარიანი, ფერეიდნულის ზოგი თავისებურება: იკე, XXII, თბ.,1985.
ა. მარტიროსოვი, გრ.იმნაიშვილი, ქართული ენის კახური დიალექტი, თბ.,1956.
ა. მარტიროსოვი, ქართული დიალექტოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 1972.
შ. ნიჟარაძე, აჭარული დიალექტი, ბათუმი, 1975.
ა. ონიანი, სვანური ენა, თბ.,1998.
ს. ჟღენტი, გურული კილო (გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი), ტფილისი, 1936.
თ. სარალიძე, ალგეთის ხეობის ქართლური, თბ.,1978.
ი.სიხარულიძე, შავშეთ-იმერხევი: საისტორიო გეოგრაფიის მასალები, ბათუმი, 1988.
ი.სიხარულიძე, ნიგალი (ლივანა): საისტორიო გეოგრაფიის მასალები, ბათუმი, 1988.
ვ. სომხიშვილი, ქსნის ხეობის მეტყველება, ცხინვალი, 1968.
ნ.სურმავა, კირნათ-მარადიდული მეტყველების სინტაქსური თავისე-ბურებანი: დიალექტოლოგიური კრებული, თბ., 1991.
თ. უთურგაიძე, თუშური კილო, თბ.,1960.
თ. უთურგაიძე, ქართული ენის მთის კილოთა ზოგი თავისებურება, თბ.,1966.
მ.ფაღავა, მ.ცინცაძე, ე.მაკარაძე, რ.დიასამიძე, ლ.თანდილავა, ტაოური მეტყველების ნიმუშები: ბათუმის უნივერსიტეტის კრე-ბული, IV, ბათუმი, 2005.
შ.ფუტკარაძე, ჩვენებურების ქართული, წიგნი I, ბათუმი, 1993.
შ.ფუტკარაძე, ქართული ენის სამხრულ-დასავლური დიალექტების თავისებურებანი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და მუჰაჯირი ქართველების მეტყველების მიხედვით: სადოქტორო დისერტაცია, თბილისი, 1995.
ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, ქუთაისი, 2005.
ი. ქავთარაძე, ქართული ენის მოხეური დიალექტი, თბ.,1985.
ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლესიკონი, ტ. I-III, თბ., 2001-2002.
ი. ყიფშიძე, თხზულებანი, თბ.,1994.
მ.შაჰინი, მაჭახლური თქმანი: ჟურნ. ხერთვისი, 2005, # 1.
გ. ჩანგაშვილი, საინგილო, გეოგრაფიულ-ისტორიული ნარკვევი, თბ., 1970.
არნ. ჩიქობავა, ჭანურის გრამატიკული ანალიზი, ტფილისი, 1936.
არნ. ჩიქობავა, მთიულურის თავისებურებანი: ენიმკის მოამბე, II(1), ტფილისი, 1937.
სტ. ჩხენკელი, ყიზლარ-მოზდოკური ქართული: ტფილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის შრომები, V, ტფილისი, 1936.
დ. ჩხუბიანიშვილი, ქვემო ფერეიდნულის ზოგი თავისებურება (სოფ. დაშქესანას მონაცემების მიხედვით): XXII დიალექტოლოგიური სესიის მასალები, თბ.,2002.
დ. ჩხუბიანიშვილი, ენობრივი დიფერენციაციისათვის ფერეიდნულში: ქუთაისური საუბრები, VI, ქუთაისი, 1999.
დ. ჩხუბიანიშვილი, ნაცვალსახელის ზოგი სახეობისათვის ქვემო ფერეიდნულში: XXIV დიალექტოლოგიური სესიის მასალები, თბ., 2004.
დ. ჩხუბიანიშვილი, ფერეიდნულის შესწავლის ზოგი ასპექტი: არნ. ჩიქობავასადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მა-სალები, თბ., 1998.
ნ. ცეცხლაძე, შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია, ბათუმი, 2000.
მ.ცინცაძე, კირნათ-მარადიდის მეტყველების თავისებურებანი: ბა-თუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტთა შრომები, I, ბა-თუმი, 1954.
მ.ცინცაძე, მ.ფაღავა, სამხრული დიალექტები და ქართული სამწერ-ლობო ენა (V-XVIII სს.), ბათუმი, 1998.
გ. ცოცანიძე, თიანურის ძირითადი ფონოლოგიური და მორფოლოგი-ური თავისებურებანი: ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა კრებული, თბ., 1970.
მ.ცინცაძე, ტაოური ქართულის ზოგი თავისებურება: XXI დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები, 2001.
გ. ცოცანიძე, ფშაური დიალექტი, თბ., 1978.
შ. ძიძიგური, დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ.,1970.
ქ. ძოწენიძე, ზემოიმერული კილოკავი, თბ.,1973.
ა. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, თბ., 1960.
ა. ჭინჭარაული ხევსურული ლექსიკონი, თბ., 2005.
ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, ტ. I, თბ., 1989.
ბ. ჯორბენაძე, ქართველურ ენათა დიალექტები, თბ., 1995.
Monday, February 2, 2009
Friday, February 1, 2008
Thursday, February 2, 2006
ქართველთა ენა
ქართული ენა მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის მქონე და მკა-ცრად ნორმალიზებული ერთ-ერთი უძველესი ენაა. საუკუნეების მანძილზე ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართ-ველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც; მაგ., ჩრდილო კავკასიაში დღემდეა შემორჩენილი ქართულწარწერებიანი ეკლესია-მონასტრები.
სამყაროში იშვიათია ენა, რომლის სამეტყველო ბგერებს (ფონე-მებს) ზუსტად ასახავს უძველესი და თანამედროვე ანბანის ასო-ნიშნები; ამ მხრივაც გამორჩეულია ქართველთა დედაენა. სწორედ სამეტყველო ბგერათა ზუსტი კვალიფიკაციითა და ნორმირებული ენის საყრდენი ენობრივი ბაზისის სიმყარით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ, სხვა ძველ ენათაგან განსხვავებით, არქაული ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენა და თანამედროვე ქართული ერთ მთლიანობას ქმნის...
ქართული სამწიგნობრო ენის უძველესი კერები იყო: ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთ-ეგრისის, ლაზეთ-ჭანეთის, სვანეთ-თაკვერის, ქართლ-კახეთის, გურია-აჭარის, მთიულეთ-ხევის, თუშეთ-ფშავ-ხევსურეთის, ჰერეთის სასულიერო ცენტრები; ეკლესია-მონასტრებში ჩამოძერწილ ქართულ სამწიგნობრო ენას არსებითი ცვლილება დღემდე არ განუცდია - იგი დღესაც გასაგებია; ამჟამადაც საქართველოს ეკლესიებში, როგორც წესი, წირვა-ლოცვა აღეს-რულება საუკუნეების წინ შემუშავებული ენობრივი ნორმების დაც-ვით. ამ საინტერესო ფაქტს ახსნა აქვს: სამწიგნობრო ქართულის ისტორიის მანძილზე განცდილი გარკვეული ცვლილებები ევოლუციური ხასიათისაა და არა - რადიკალური; შდრ.: სამწიგნო-ბრო ენის არსებით მეტამორფოზას იწვევს რადიკალური ენობრივი რეფორმა ან საბაზო ენობრივი ერთეულის (კოინეს, დიალექტის) შეცვლა, როგორც ეს მოხდა ბერძნულის, სომხურისა და სხვა შემთხვევებში. აღსანიშნავია ისიც, რომ, დროთა განმავლობაში, ყოველ ენაში ჩნდება ახალი ლექსიკა და გრამატიკული ნორმების დახვეწის აუცილებლობა, მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე ენა მაინც ინარჩუნებს საკუთარ კალაპოტს;
ქართული ენის ისტორიული გზისა და პერსპექტივის შესახებ საინტერესოა ქართველ კლასიკოსთა შეხედულებები:
ვაჟა-ფშაველა: "ჩვენი ენის სათავეა ძველი კლასიკური ქარ-თული ლიტერატურული ენა... მწერალი უნდა იბრძოდეს საერთო-ეროვნული ენის ინტერესებისთვის, რომელიც აერთიანებს ენობრივ განშტოებებს, დიალექტების სახელით რომ ვიცნობთ... ახალი ქარ-თული მწერლობის ვალია, საერთოეროვნულ ენაში დაამკვიდროს ჩვენი ენის არქაული ფორმები, თანამედროვე ქართველების დიალექტებში არსებული გაურყვნელი ფორმები"...
კონსტანტინე გამსახურდია: "ქართული სიტყვიერი ინვენტარის გამდიდრება უნდა მოხდეს ცალკერძ ძველი ქართულის მარაგიდან, ცალკერძ ცოცხალი დიალექტებისა და ენაკავების წიაღიდან, რათა ქართული ენა მარტოოდენ მშრალი, მწიგნობრული ენა არ გახდეს... უნდა შემოვუშვათ ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანური დიალექტების სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული"...
"ქართველთა ეროვნული გადაგვარების მოსურნეთ უწინარეს ენაზე მიჰქონდათ ხოლმე იერიში" (ბ.ჯორბენაძე). დიდი ისტორიის მანძილზე იმპერიათა თუ ბარბაროსთა აგრესიების დროს ქართველ ერს, შესაბამისად, ქართულ ენას მრავალგზის დამუქრებია საფრთხე: მომხდური ცდილობდა ქართველობისათვის დაევიწყებინა საკუთარი წარსული, კულტურა და ენობრივ-ეთნიკურად დაეშალა იგი; საამი-სოდ ესწრაფოდა, ქართველური კილოების ბაზაზე შეექმნა ახალი "სამწიგნობრო ენები" (დიალექტებზე თარგმნიდნენ სახარების ცალ-კეულ ეპიზოდებს, ლოცვებს და ა.შ.) და ამ კილოთა მფლობელ-თათვის გაეუცხოებინა წინაპრების მიერ შექმნილი დედაენა, დაევიწყებინა დედაკულტურა... XX საუკუნეში ბოლო საშიშროება შეიქმნა 70-იან წლებში კომუნისტური იმპერიის მიერ:
1978 წელს საბჭოთა იმპერია შეეცადა დაემცრო ისედაც ფორ-მალურად არსებული კონსტიტუციური სტატუსი ქართული ენისა; საქართველოს საზოგადო მოღვაწეებმა და სტუდენტობამ (განურ-ჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა) არ დაუშვეს საბჭოთა კონ-სტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუ-სის დაკნინება და 14 აპრილს გრანდიოზული აქცია გამართეს. იმ-პერია მოერიდა ვითარების გამწვავებას და უკან დაიხია. ამ დღიდან საქართველოში ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი იწყება: ზვიად გამსახურდიას მეთაურობით არსებული ანტიიმპერიული დისიდენ-ტური ბრძოლა ფართო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაო-ბაში გადაიზარდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვ-ნულმა ხელისუფლებამ 14 აპრილი გამოაცხადა საქართველოს სახ-ელმწიფო ენის დღედ. აღსანიშნავია ისიც, რომ XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებაში მყოფი საოკუ-პაციო ადმინისტრაცია ამ დღეს დედაენის დღედ ან ქართული ენის დღედ მოიხსენიებდა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს მო-ქალაქეებს (განსაკუთრებით, არაქართული წარმომავლობისას) ხელს უშლიდა, აღენიშნათ და ეზეიმათ საქართველოს სახელმწიფო ენის დღე.
ბოლო პერიოდის საქართველოში იზრდება უცხოენოვანი სკოლებისა და უნივერსიტეტების რიცხვი. საქართველოს სახელმ-წიფო ინტერესები მოითხოვს, კარგად გაანალიზდეს არსებული ვი-თარება და ძირითადად ქართული კულტურული ფასეულობების შესწავლა-პროპაგანდის მიზნით დაიგეგმოს განათლების რეფორმა; წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოური რუსიფიკაცია ენისა და ერის გადაგვარების ახალი სახეობით შეიცვლება.
ბუნებრივია, ქართველმა სტუდენტმა კარგად უნდა იცოდეს ერთი უცხო ენა მაინც, მაგრამ აუცილებელია საქართველოს მო-ქალაქეობის მქონე ახალგაზრდობა პირველ რიგში ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას და განათლებას იღებდეს სახელმ-წიფო ენაზე, რამდენადაც, კულტურის ენა განსაზღვრავს პიროვნე-ბის ცნობიერებასა და სამყაროს ხედვა-აღქმის სისტემას... უცხო ენით - დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად; შედეგად ვიღებთ სნობურ, არას-რულფასოვან თაობას, რომელიც ნაკლულოვნად ახდენს თვითრე-ალიზებას და მწირად აღიქვამს გარესამყაროს.
სახელმწიფო ენის სტატუსსა და მოქმედების არეს განსაზ-ღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია (აგრეთვე _ სხვა კანონები). სახელმ-წიფო ენა ამთლიანებს მოსახლეობის სახელმწიფოებრივ ინტერესსა და სულისკვეთებას. იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების საფუძ-ველია; შდრ.: საქართველოს ისტორიაში ერთიანი სახელმწიფოს იდეის განხორციელების ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდი არსე-ბობს და ორსავე შემთხვევაში ენის როლის სახელმწიფოებრივი გაგება წამოიწია წინა პლანზე: ერთია ფარნავაზის მოღვაწეობის პე-რიოდი: ”არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა სხუა ენა, თვინიერ ქართულისა” და მეორე - გრიგოლ ხანძთელის ეპოქა, როცა ითქვა: ”ქართლად ფრიადი ქუეყანა~ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქარ-თულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა~ ყოველი აღესრულების”.
მოცემული საზოგადოების მიერ თავისი სამწიგნობრო ენის ფლობა და ამ ენის მიხედვით თვითაღქმა უშუალოდაა დამოკიდე-ბული აკადემიური განათლების ხარისხზე. მაგ.:
მრავალწახნაგოვანი ისტორიული კატაკლიზმების გამო, ლაზებს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ და კულტურულ ველში უხდებათ ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებულია საკუთარი წარ-სულის ცოდნის ხარისხიც, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ეროვნულ-ენობრივი თვითაღქმის ფაქტორებზე; კერძოდ: ლაზთა ერთი ნაწილი (ძირითადად, სარფისა და გონიო-ახალსოფლის მკვიდრნი) არ მოწყვეტილა ქართველურ კულტურულ-სახელმწიფოებრივ ველს; შესაბამისად, ამ მოსახლეობამ იცის, რომ მეგრელთა, კახელთა, მესხთა, ფხოველთა... მსგავსად, ისინიც არიან ერთიანი ქართველური კულტურისა და საერთოქართველურ ენო-ბრივ სტრუქტურაზე დაფუძნებული მწიგნობრობის ავტორები; მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს მეფეების დიდი ნაწილის გარდა, ლაზურ-ჭანურ-მეგრული წარმოშობისანი იყვნენ ქართველური კულტურის შემქმნელები იოვანე ლაზი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე, იოანე პეტრიწი, იოვანე მარუშისძე, ჭყონ-დიდლები... დადიანები, ჩიქოვანები, გამსახურდიები და მრავალი სხვა. ლაზთა მეორე ნაწილი აღიზარდა თურქეთის სახელმწიფოში. მას დავიწყებული აქვს თავისი კილო და, თურქული განათლების სისტემის შესაბამისად, თავს თურქად მიიჩნევს. თურქეთსა და ევ-როპაში მოღვაწე ლაზთა მესამე ნაწილისათვის უცნობია (ბუნე-ბრივია, არა ყველასათვის!) საერთოქართველური კულტურის ქმნადობის პროცესში ლაზ-მეგრელთა მონაწილეობა, მაგრამ მათ იციან, რომ ლაზები ენობრივ-ეთნიკურად არსებითად განსხვავდე-ბიან თურქებისაგან. ლაზთა ეს ჯგუფი საკუთარი მეტყველების ბა-ზაზე ცდილობს ახლა შექმნას სამწიგნობრო ენა და "გადაარჩინოს" თავისთავადობა.
საქართველოს ამჟამინდელი საზღვრების გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხშირად არა აქვთ ინფორმაცია საკუთარი ისტო-რიის/კულტურის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პი-რობებში ძნელი არაა სამეცნიერო ცოდნის განსაზოგადოებრიობა; ჩვენს შემთხვევაში საქართველოსა და თურქეთის კეთილმე-ზობლური ურთიერთობის პირობებში უნდა შეიქმნას ობიექტური სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ველი, რომელიც ყველა ლაზს საშუალებას მისცემს იცოდეს:
1. კოლხური (კოლხურ-ყობანური) არქეოლოგიური კულტურის საზღვრები ცხადყოფს, რომ კოლხური სახელმწიფო ოცზე მეტ ქართველურ თემს აერთიანებდა და თავისი არსით ქართველური (ზოგადქართული) ხასიათისაა.
2. ქართველური სამწიგნობრო ენა ეფუძნება საერთო ქართვე-ლურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურს, კახურს, ან სხვა რო-მელიმე ქართველურ კილოს; პირველი ქართული ასომთავრული წარწერები შემორჩენილია იოვანე ლაზის მონასტერში, ქართული ჰიმნოგრაფიის ფუძემდებელია ასევე ლაზი/მეგრელი იოანე მინჩხი და სხვ.
3. საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს იდეოლოგები და წინამძღოლები მეტწილად იყვნენ ლაზურ-მეგრული წარმოშობის დიდგვაროვნები (ბაგრატიონები, ჭყონდიდლები და სხვა);
4. ლაზთა ფოლკლორში (მსგავსად იმერხეველთა, ტაოელთა, სვანთა, ჰერთა, კახთა...) გამორჩეულად პატივსაცემი ადგილი უჭი-რავს ერთიანი საქართველოს დიდ მეფეს - თამარს; ქართველთა საერთო ისტორიის ამსახველი ეს მასალა ი.ყიფშიძის მიერ ერთი საუკუნის წინაა ჩაწერილი.
...ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების ცოდნა ობიექტურ ველს შექმნის ლაზთა თვითაღქმისათვის. ყოველ საზოგადოებრივ ჯგუფს/ერთობას (ბუნებრივია, ლაზებსაც) აქვს უფლება, იცოდეს თავიანთი წარმომავლობა.
სამწუხაროდ, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები გარკვეული პირებიც ცდილობენ ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობად გა-მოაცხადონ და ამ გზით დიდ ისტორიულ სამწიგნობრო კულტურას მოსწყვიტონ ქართველთა ერთი ნაწილი. ამგვარი ენობრივი დივერ-სია ზოგს უნებურად გამოსდის საკმარისი სამეცნიერო ინფორმა-ციის ვერფლობის გამო; მაგ., "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ რუკებდართულ წიგნში "Eუროპე ოფ ტჰე Pეოპლეს" და 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატ-ლასში "საფრანგეთი და სამყარო" (Lა Fრანცე ეტ ლე Mონდე, Aტლას) რუკის სხვადასხვა ფერით, დროშითა და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარ-ლები, სვანები და ოსები...
საქართველოშიც დღესაც არის ჯგუფი, რომელიც ზოგ ქართ-ველურ კილოს გააზრებულად უწოდებს დამოუკიდებელ უმწერ-ლობო ენას, მათთვის ქმნის დამწერლობას და ევროსაბჭოს დო-კუმენტების არსის გაყალბებით ესწრაფვის ქართველთა ერთი ნაწილი საქართველოში ენობრივ ან ეთნიკურ უმცირესობად გა-მოაცხადოს:
1992 წლის 5 ნოემბერს ევროსაბჭოს წევრმა სახელმწი-ფოებმა სტრასბურგში მიიღეს "ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ", ხოლო 1995 წლის 1 თებერ-ვალს აქვე ხელი მოეწერა "ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცი-რესობათა დაცვის შესახებ". აღნიშნული დოკუმენტები ევროსაბ-ჭოს წევრებისა და წევრობის მსურველთათვის წარმოადგენს სახ-ელმძღვანელო დებულებების კრებულს ეროვნულ და ლინგვისტურ უმცირესობათა უფლებების დაცვის სფეროში; კერძოდ, ქარტია და კონვენცია ითხოვს:
სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული ავტოქთონი, აბორიგენი ეთნიკური თუ ენობრივ-კულტურული სა-ზოგადოებებისათვის უმცირესობის სტატუსის მინიჭებასა და სა-თანადო უფლებებით აღჭურვას.
კონვენციისა და ქარტიის მიხედვით, უმცირესობათა უფლე-ბები შთამბეჭდავია:
უმცირესობის ენაზე საქმისწარმოება და სწავლება ბაგა-ბაღში, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში... იხ., მაგ., ქარტიის მე-8 მუხლის I.ე. პუნქტი:
სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რათა "ხელმისაწვდომი გახადოს საუნივერსიტეტო და სხვა სახის უმაღლესი განათლება შე-საბამის რეგიონალურ და უმცირესობათა ენებზე".
აქვე აღვნიშნავთ, რომ: კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნ-ქტის თანახმად, ეროვნულ უმცირესობად აღიარებული საზოგადოების ენა მოცემულ რეგიონში ადმინისტრაციული ორგანოების საქმისწარმოების ენად გამოცხადდება, თუკი სახელმწიფოში ტრა-დიციულად მცხოვრები უმცირესობები ამ რეგიონში დღესაც უმ-რავლესობაში არიან, ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ და, თუ-კი, ამავე დროს, მათ ეს სურთ (იხ. აგრეთვე 66-ე განმარტება).
იხ., აგრეთვე:
ქარტიის მე-8 მუხლის I.ზ. პუნქტი:
სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები "რათა უზრუნველყო-ფილ იქნეს იმ ისტორიისა და კულტურის სწავლება, რომლის გა-მოხატულებასაც წარმოადგენს რეგიონალური ან უმცირესობის ენა".
ქარტიასა და კონვენციას დღემდე შეუერთდა 44 ქვეყანა, რატიფიკაცია კი მოახდინა ოცდაცხრამეტმა: ბელგიის, საბერძნეთის, ისლანდიისა და ლუქსემბურგის პარლამენტებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ მთავრობების ხელმოწერები. ევროსაბჭოს ამ დო-კუმენტებს არ უერთდება საფრანგეთი.
საქართველოს ფაქტობრივი მთავრობა ევროპულ დოკუმენ-ტებს მიუერთდა 2000 წელს; 2005 წლის 13 ოქტომბერს "საქართ-ველოს პარლამენტმა" დაამოწმა კონვენცია; უახლოეს ხანში იგეგ-მება ქარტიის რატიფიკაციაც.
ქარტიისა და კონვენციის ეთნიკურ-ლინგვისტური ცნებების არაკომპეტენტური განმარტებებით, კერძოდ, ტერმინების: ეროვნული უმცირესობა, ენობრივი უმცირესობა, ენა, რეგიონ-ალური ენა, უმცირესობის ენა, დიალექტი... ულოგიკო გააზრებით, 2000 წელსვე გაჩნდა საშიშროება, საქართველოში დაკანონებულიყო ათამდე რეგიონალური სახელმწიფო ენა; ავტოქთონად აღიარე-ბულიყო ამდენივე ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც, საკუთარ ენაზე საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნის გარდა, უფლება ექნებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში საქმისწარმოებაც ქართულისგან განსხვავებულ ენაზე ეწარმოებინა და ა.შ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამადაც ცდილობენ, საქართ-ველო გამოცხადდეს მრავალეროვან და მრავალენოვან სახელმწი-ფოდ და საქართველოს რეგიონებში შეიზღუდოს საქართველოს ისტორიული სახელმწიფო ენის ფუნქციონირება. არადა, ქართული ენისთვის ამგვარ საფრთხეს ნამდვილად არ ქმნიან საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტები, ვინაიდან ევროპულ ქარტიასა და კონვენციაში კარგადაა ჩამოყალიბებული უმცირესობათა უფლებები, მაგრამ განმარტებული არ არის ტექსტში გამოყენებული ცნებები: ეროვნული უმცირესობა, ენობრივი უმცირესობა, კულტურული უმცირესობა, ენა, დიალექტი, ენის სახესხვაობა და სხვ.
სტრასბურგის დოკუმენტებზე ხელისმომწერი ქვეყნების ხელისუფლებების აზრით, ამ ცნებების/ტერმინების გააზრება და ეთ-ნიკური უმცირესობებისა თუ უმცირესობათა ენების ჩამონათვალის შექმნა კონკრეტული სახელმწიფოს კომპეტენციაა, ვინაიდან დას-ახელებულ ტერმინთა მნიშვნელობის შესახებ ევროპაში ვერ მოხ-ერხდა შეთანხმება მრავალწლიანი დავა-კამათის შემდეგაც კი. ამ სა-კითხს საგანგებოდ ეხება კონვენციის განმარტებითი მოხსენების მე-4 და მე-12 ნაწილები; მაგ., კონვენციის მე-12 განმარტებაში ვკითხუ-ლობთ:
"კონვენცია არ იძლევა ეროვნული უმცირესობის ცნების განმარტებას იმ პრაქტიკული მოსაზრების გამო, რომ მოცემულ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა იმგვარი ფორმულირების შემოთავაზება, რომელსაც ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო დაუ-ჭერდა მხარს".
მსგავს აზრს გადმოსცემს ქარტიის მე-17 განმარტებაც:
"ქარტია არ განსაზღვრავს ენას არც სოციალურ-პოლიტიკური თუ ეთნიკური ნიშნით, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული სოციალური თუ ეთნიკური ჯგუფის კომუნიკაციის საშუალებას; ამგვა-რად, ქარტია არ იძლევა ენობრივი უმცირესობის ცნების განსაზ-ღვრებას".
ეს აზრი უფრო მკვეთრად გამოთქმულია ქარტიის 32-ე გან-მარტებაში: "ქარტია არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეი-ძლება ჩაითვალოს ცალკე ენად გამოხატვის ესა თუ ის ფორმა". აქვე ვიტყვით, რომ არ არსებობს ენისა და კილოს გამიჯვნის უკამათო კრიტერიუმები; შდრ., მაგ., საყოველთაოდ მიღებული ენის განმარ-ტება: ენა არის გარკვეული სემანტიკის მქონე ბგერით ნიშანთა - ენობრივ ნიშანთა - ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, ცოდნის შენახვის და კომუნიკაციის საშუალებას...
ცალკე აღებული დიალექტიც ბგერით ნიშანთა ბუნებრივად მოწესრიგებული სისტემაა; დიალექტიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, კომუნიკაციის საშუალებას; შესაბამისად, ენის ამ ლოგიკური დეფინიციის მიხედვით ვერ გავმიჯნავთ ენასა და კილოს (დაწვრილებით იხ. ქვემოთ).
ქარტიისა და კონვენციის განმარტებების მიხედვით, ეს და სხვა მსგავსი ტერმინები "ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს შემთ-ხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება" (იხ. ქარტიის განმარ-ტებების მე-18 ნაწილი).
შდრ., აგრეთვე, ქარტიის 21-ე განმარტება:
"ქარტიის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ იქნე-ბოდა მიზანშეწონილი ქარტიისთვის დაერთოთ რეგიონალური და უმცირესობათა ენების სიები, ვინაიდან, ლინგვისტური თუ სხვა სახის არგუმენტების გამო, იგი უეჭველად გახდებოდა ცხარე კამა-თისა და უთანხმოების საგანი..."
აქვეა დაზუსტებაც:
"ქარტია პრეროგატივას ანიჭებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ ამა თუ იმ ენას მიენიჭება დამოუკიდებელი ენის სტატუსი" (32-ე განმარტება).
მიუხედავად წარმოდგენილი განცხადებებისა, ევროსაბჭოს დოკუმენტებში არის ფრიად საყურადღებო აქცენტები; კერძოდ:
ქარტიის განმარტებითი მოხსენების პირველივე პუნქტში ვკითხულობთ: "ევროპის მრავალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ამა თუ იმ რეგიონის მკვიდრი ავტოქთონური ჯგუფები, რომელთა მშობლიური ენა განსხვავდება ქვეყნის მოსახლეობის უმ-რავლესობის ენისგან".
ე.ი. ევროპული სახელმწიფოები თვლიან (სამართლიანადაც - ტ.ფ.), რომ ეროვნულ თუ ენობრივ უმცირესობად მისაჩნევი სა-ზოგადოება აბორიგენი, მოცემული ტერიტორიის თავდაპირველი, ძველისძველი ბინადარი (ავტოქთონი) უნდა იყოს; მაგ., და-ბადებიდან გერმანიის მოქალაქე რამდენიმე მილიონ თურქსაც კი გერმანელები არ მიიჩნევენ ეროვნულ უმცირესობად, ვინაიდან, მიუხედავად ამ დიასპორის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიისა, ისინი აქ მაინც მიგრანტებად არიან ჩათვლილი (შდრ.: ავტოქთონი - ამა თუ იმ ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლეობა).
მიგრანტ და ავტოქთონ ჯგუფთა ენების განსხვავების აუცილებლობა მკვეთრადაა გამოთქმული ქარტიის სხვა მონაკვეთებში:
განმარტებითი მოხსენების 31-ე ნაწილი: "ქარტიის დე-ბულებები მოიცავს მხოლოდ ისტორიულ ენებს, ანუ იმ ენებს, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე".
არსებითია შემდეგი დებულებაც (რომელიც ჩამოყალიბებულია ქარტიის პირველი მუხლის ა პუნქტის მეორე ნაწილსა და ქარტიის 32-ე განმარტებაში):
"რეგიონალური/უმცირესობათა ენები არ გულისხმობს (არ მოიცავს) სახელმწიფოს ოფიციალური ენის სახესხვაობებს, დია-ლექტებსა და მიგრანტთა ენებს".
საზოგადოების ერთ ნაწილში განსაკუთრებით არაადეკვა-ტურად იქნა გააზრებული ტერმინები რეგიონალური ენა და უმცი-რესობის ენა; არადა, ამ ტერმინებს ნათლად განმარტავს ქარტია:
ქარტიის I მუხლითა და ქარტიის მე-18 განმარტებით, რეგიონ-ალურ ენად მიჩნეულია სახელმწიფოში მცხოვრები იმ ავტო-ქთონი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელიც უმ-რავლესობაა მოცემულ რეგიონში, ხოლო უმცირესობის ენად ჩათვლილია ისეთი ავტოქთონი ეთნიკური უმცირესობის ენა, რო-მელიც რიცხვობრივ უმცირესობაშია თავისსავე რეგიონშიც (ვრცლად იხ. ტ. ფუტკარაძე, 2005ა).
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს:
როგორც წესი, ენობრივ/ეთნიკურ უმცირესობად მიიჩნევა მო-ცემული სახელმწიფოს ავტოქტონი არაძირითადი (სხვა კულ-ტურისა და წარმომავლობის მქონე) მოსახლეობა, მაგ., ბასკები ესპა-ნეთში). საქართველოში ერთი რომელიმე კუთხის ქართველობის მიჩ-ნევა ენობრივ ან ეთნიკურ უმცირესობად და ქართველური კილოე-ბის სახელმწიფო ენებად გამოცხადება (იხ., აგრეთვე, ჯ.ჰიუიტის, ვ.ფოირშტაინისა და სხვათა მოღვაწეობა; მასალა ვრცლად იხ. თ.გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006) საქართველოს ენობრივი პოლიტიკის "გარედან" დაგეგმვის მცდელობაა, რაც ვერასოდეს შეცვლის ფაქტს:
მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა თვი-სობრივად ერთნაირად იქმნებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთშიც და ქართლ-კახეთშიც; ამ კუთხეთა მოსახლეობისთვის ქართული ისტორიული დედაენაა, ადგილობრივი (საშინაო) ზეპირი მეტყველება კი - ერთ-ერთი ქართველური დიალექტი (და არა უმცირესობის ენა!).
სამწიგნობრო ენის შექმნისა და ფუნქციონირების თვალ-საზრისით საქართველოში უნიკალური ვითარება გვაქვს:
ა. ბერძნული, გერმანული, ესპანური, ფრანგული თუ სხვა სალიტერატურო ენებისგან განსხვავებით, ქართველთა სამწიგნო-ბრო ენა არ ეფუძნება ერთ რომელიმე დიალექტს; შდრ.: ეს-პანური, კატალონიური, პროვანსული (ანუ ოქსიტანური) ლათინუ-რისგან მომდინარე ერთგვაროვანი მოძმე ენა-კილოებია, რომლებზეც სხვადასხვა დროს შეიქმნა დამწერლობა; მათგან ზოგი გამოცხადდა სახელმწიფო ენად, ზოგი - არა; შესაბამისად, მათ შორის დღემდე გრძელდება მეტოქეობა იმის მიუხედავად, რომ ზოგ მათგანს ენის სტატუსი აქვს მინიჭებული, ზოგს - დიალექტისა (მაგ., დღემდე საკა-მათოა კატალონიური და პროვანსული ერთი ენის კილოებია თუ ორი დამოუკიდებელი ენაა). სულ სხვაგვარია ქართველური ენო-ბრივი სამყაროს ისტორია: თანამედროვე ქართული სამწიგნობრო ენა უშუალო მემკვიდრეა არქაული საეკლესიო ენისა, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება საერთოქართველურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურ, კახურ, იმერულ, მეგრულ, მესხურ თუ სვანურ ენო-ბრივ ერთეულებს;
ბ. ქართული სამწიგნობრო ენა ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც, სულ მცირე, 15 საუკუნეა უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფო, საეკლესიო და სალიტერატურო ენა.
ქართული სამწიგნობრო ენა (/ქართველური სამწიგნობრო ენა; რ.შეროზია) - ქართული კულტურის, ცნობიერების ჩამომძერწავი ფენომენი და ქართველთა თვითობის/იდენტობის განმსაზღვრელი ძირითადი, მრავალსაუკუნოვანი ფაქტორია.
დედაენა პიროვნების სახეა;
ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს;
სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია.
ლიტერატურა
თ.გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006.
გ. რამიშვილი, დედაენის თეორია, თბ., 2000.
მ. ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნ-ქციონირების საკითხები, თბ., 2005.
მ.ტაბიძე, ქართული ენის ფუნქციონირების აღმნიშვნელი ტერმინები და ფრაზები ქართულ ისტორიულ-ლიტერატურულ თხზულებებსა და დოკუმენტებში: საენათმეცნიერო ძიებანი, XV, თბ., 2003.
მ.ტაბიძე, ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები დავით აღმაშე-ნებლის ეპოქაში: საენათმეცნიერო ძიებანი, XV. თბ., 2003.
ტ. ფუტკარაძე, ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმცირესობათა ენების შესახებ, ქუთაისი, 2005ა.
ტ. ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, ქუთაისი, 2005.

Subscribe to:
Posts (Atom)